იბრაჰიმ ქალინმა გერმანელი პოლიტიკოსების განცხადებები შეაფასა

იბრაჰიმ ქალინმა გერმანელი პოლიტიკოსების განცხადებები შეაფასა

761859
იბრაჰიმ ქალინმა გერმანელი პოლიტიკოსების განცხადებები შეაფასა

თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაჰიმ ქალინმა განაცხადა, რომ გერმანელი პოლიტიკოსების პრეზიდენტ ერდოღანის მიმართ გაკეთებული განცხადებები მათი ორმაგ სტანდარტიანი პოლიტიკის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია. მან გავრცელებულ წერილობით განცხადებაში, G-20 სამიტის ფარგლებში გერმანიის ქალაქ ჰამბურგში პრეზიდენტ ერდოღანის  ჩასვლის წინ გერმანელი პოლიტიკოსების მხრიდან გაკეთებული განცხადებები პროვოკაციულად და არაკეთილმოსურნედ შეაფასა. „ყოველთვის თურქეთზე დემოკრატიის ლექციების მკითხავი და ადამიანის უფლებების დამცველი ევროპა, რომელიც ტერ ორგანიზაციების და პუტჩისტების ანუ ფეტოელების წევრებს მფარველობენ, ამ განცხადებებით კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენეს მათი ორმაგ სტანდარტიანი პოლიტიკა. დემოკრატიული ღირებულებების დამცველ ამ ხალხიდან  თურქეთის მთავრობის გვერდით დგომას მოველოდით, მაგრამ მათ გადატრიალების მცდელობის განმახორციელებლების გვერდით დადგნენ. თურქეთის პრეზიდენტი ევროპასთან ურთიერთობის საკითხში, მიუხედავად მრავალი უარყოფითი ქმედებებისა, მაინც  კონსტრუქციულ პოზიციას იჭერს, მაგრამ მათ მიერ წამოყენებული უსაფუძვლო მიზეზების გამო, იქ მცხოვრებ თურქებთან  შეხვედრის აკრძალვა, ჩვენს ქვეყნებს შორის მოკავშირეობას და პარტნიორობას არ შეესაბამება. ვიმედოვნებ, რომ გერმანელი დიპლომატები 16 აპრილის რეფერენდუმის წინ გადადგმულ მცდარ ნაბიჯებს აღარ გაიმეორებენ და თურქეთ-გერმანიის ურთიერთობას, რომელიც ასწლეულებს ითვლის, არ დააზიანებენ, “ ნათქვამია ქალინის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.



მსგავსი ინფორმაციები