ფიქრი იშიქი ბრიუსელს მიემგზავრება

აქ იგი ამერიკელ კოლეგა ჯეიმს მატისს შეხვდება

760240
ფიქრი იშიქი ბრიუსელს მიემგზავრება

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს სამსახური იუწყება, რომ ამ უწყების ხელმძღვანელი ფიქრი იშიქი ხვალ ბრიუსელს გაემგზავრება, სადაც მონაწილეობას მიიღებს ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეკრებაში და მის ფარგლებში მას პირისპირი შეხვედრა ექნება თავის ამერიკელ კოლეგა ჯეიმს მატისთან.

ნატოს მინისტერიალი 29 ივნისს დაიწყება და ფიქრი იშიქს პირისპირი შეხვედრები აქვს დაგეგმილი ასევე სხვა ქვეყნის კოლეგებთანაც, მათ შორის გერმანიის თავდაცვის მინისტრ ურსულა ფონ დერ ლეიენთანაც.

“რაც შეეხება პენტაგონის შეფთან შეხვედრას, იგი ხვალ შესდგება“, აღნიშნულია თურქეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს სამსახურის განცხადებაში   



მსგავსი ინფორმაციები