თურქული ნაკადის პროექტის მშენებლობა დაიწყო

მშენებლობას სტარტი ანაპიდან მიეცა

758785
თურქული ნაკადის პროექტის მშენებლობა დაიწყო

როგორც განაცხადეს Gazprom-დან, რუსეთიდან რუსული ბუნებრივი აირის თურქეთში და ევროპაში ტრანსპორტირების მიზნით დაპროექტებული თურქული ნაკადის მაგისტრალის შავ ზღვაზე გაყვანის სამუშაოებს დღეს რუსეთის შავიზღვისპირა ქალაქ ანაპაში სტარტი მიცა და მის ფარგლებში გამართულ საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.

გაზპრომის დირექტორთა საბჭოს თავჯდომარის, ალექსეი მილლერის განცხადებით, მილების დაწყობას განახორციელებს 382 მეტრის სიგრძის და 124 მეტრის სიგანის გემი  Pioneering Spirit-ი, რომელიც მსოფლიოს ყველაზე უდიდეს სამშენებლო საზღვაო ტრანსპორტს წარმოადგენს.

მისივე თქმით შავ ზღვაზე ორი მილსადენი ჩაიდება და ორივე თურქეთში დასრულდება რა, ერთით თურქეთის მოთხოვნილება დაკმაყოფილდება, რადგან ეს ქვეყანა ელექტროენერგიის 38%-ს სწორედ გაზით აწარმოებს, ხოლო მეორე მაგისტრალით რუსული აირი ევროპაში იქნება ტრანსპორტირებული.

თითოეული ამ მაგისტრალის წარმადობა წელიწადში 15,75 მილიარდი კუბური მეტრი იქნება.

ცნობილი გახდა, რომ სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი გაიმართა ერდოღანსა და პუტინს შორის, რომლის დროსაც ერდოღანმა თქვა: თურქული ნაკადის პროექტი საერთაშორისო ენერგეტიკულ ურთიერთობებში არა კონფლიქტების, არამედ მშვიდობის როლის შემცველი იქნება და იგი დაფუძნებული იქნება ურთიერთ მოგების პრინციპზე რა, ამიტომ ორივე ქვეყანა მისგან დიდ მოგებას მიიღებს.

“ეს პროექტები ეკონომიკური და პოლიტიკური  თვალსაზრისით ქვეყნებს შორის დაზღვევა იქნება. პირველ რიგში ბუნებრივი აირის პროექტის ჩათვლით ქვეყნებს შორის ახალი თანამშრომლობა, ორივე ქვეყნის ხალხისთვის სასიკეთო იქნება. რუსეთი, ბუნებრივი აირით და მიწისქვეშა ინფრასტრუქტურით რეგიონის მნიშვნელოვანი ენერგეტიკული აქტიორია. ასევე, რუსეთის ფედერაცია ენერგეტიკის სფეროში ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი, სანდო პარტნიორია. ჩვენ ამ პარტნიორობაში და სამომავლო მტკიცე თანამშრომლობაში კატეგორიულები ვართ. ვიმედოვნებ, რომ თურქული ნაკადის და აქქუიუს ბირთვული სადგურის მსგავსი პროექტების დასრულებით, ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობა კიდევ უფრო გამყარდება“, განაცხადა ერდოღანმა.

მეორეს მხრივ კრემლიდან გავრცელებული განცხადებით ვლადიმერ პუტინმა, ერდოღანს სატელეფონო საუბრის დროს პროექტის დაწყების და მის კონტროლ ქვეშ მიმდინარეობის შესახებ აუწყა. 

სატელეფონო საუბრის დროს მათ თურქეთ-რუსეთს შორის თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს.

პუტინმა სატელეფონო საუბრის დროს ერდოღანს ასევე განუცხადა, რომ რუსული გაზის თურქეთზე გავლით სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში მიწოდებისათვის მზად არიან.



მსგავსი ინფორმაციები