ჩავუშოღლუს 3 დღიანი ვიზიტი იაპონიაში დღეს დასრულდება

“ანკარა კვიპროსის პრობლემის სამართლიან მოგვარებას ითხოვს“

757738
ჩავუშოღლუს 3 დღიანი ვიზიტი იაპონიაში დღეს დასრულდება

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუტ ჩავუშოღლუმ ჟურნალისტებთან საუბრის დროს უპასუხა რა კუნძულ კვიპროსის საკითხთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, თქვა, რომ 28 ივნისისათვის ჟენევაში დაგეგმილი კონფერენცია საბოლოო უნდა გახდეს თურქული მხარისათვის.

“ანკარას უნდა კვიპროსზე ორი პოლიტიკურად თანასწორუფლებიანი სუბიექტის შექმნა და ეს იქნება პრობლემის სამართლიანი და საბოლოო მოგვარება, რამეთუ ასე უსასრულოდ არ შეიძლება მოლაპარაკებების გაგრძელება. ჟენევის კონფერენციაზე დავინახავთ, თუ, რომელი მხარე რამდენად გულწრფელი და ობიექტურია“, განაცხადა თურქმა დიპლომატმა.

იგი შეეხო კატარის კრიზისსაც და თქვა, რომ თურქეთი დიდ დიპლომატიურ მცდელობებს იჩენს პრობლემის სასწრაფოდ მოგვარებისთვის.

ჩავუშოღლუს დღეს პირისპირი შეხვედრა აქვს იაპონიის ეკონომიკის, ვაჭრობის და მრეწველობის მინისტრ ჰიროშიგე სეკოსთან, რითაც დაასრულებს 3 დღიან ვიზიტს იაპონიაში და სამშობლოში დაბრუნდება  



მსგავსი ინფორმაციები