თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობაში ახალი ეტაპი იწყება

თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობაში ახალი ეტაპი იწყება

756762
თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობაში  ახალი ეტაპი იწყება

თურქეთის სახელმწიფო მინისტრმა ევროინტეგრაციის საკითხებში და ევროკავშირთან მოლაპარაკებების დელეგაციის ხელმძღვანელმა ომერ ჩელიქმა, ევროკავშირში თურქეთის დელეგაციის ხელმძღვანელს კრისტიან ბერგერის,  დელეგაციის წევრებს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა. მათ შეხვედრაზე თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობები, მიგრანტთა პრობლემები და უვიზო მიმოსვლის საკითხი  განიხილეს. თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის,  ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერებთან მიმდინარე წლის 25 მაისს გამართული შეხვედრები, თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობის ახალ ეტაპად იქნა შეფასებული. ამ საკითხების ფარგლებში ევროკომისარი, ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში იოჰანეს ჰანი 6 ივლისს თურქეთს ეწვევა. ომერ ჩელიქის მიერ გამართულ შეხვედრაზე ჰანის თურქეთში ვიზიტის  მნიშვნელობაზეც იქნა ყურადღება გამახვილებული. მეორეს მხრივ ივლისის თვის მეორე ნახევარში თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობის  მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის შეხვედრაც უნდა გაიმართოს.



მსგავსი ინფორმაციები