ერდოღანი პარლამენტის მიერ ორგანიზებულ იფთარს დაესწრო

ერდოღანი პარლამენტის მიერ ორგანიზებულ იფთარს დაესწრო

753069
ერდოღანი პარლამენტის მიერ ორგანიზებულ იფთარს დაესწრო

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი გუშინ, თურქეთის პარლამენტის მიერ ორგანიზებულ იფთარს (მარხვის ვახშამს) დაესწრო, რომელსაც ასევე ყოფილი და ამჟამინდელი პარლამენტარებიც ესწრებოდნენ, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ქვეყნის  ძლიერი დემოკრატიისათვის ყოველგვარი შეთავაზების განხილვა აუცილებელია.  მან ასევე აღნიშნა, რომ თურქეთმა მის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური მმართველობითი რეფორმა, 16 აპრილის რეფერენდუმის დროს განახორციელა. მისივე თქმით, ახალი სისტემა პარლამეტს კანონების მიღებაში უფრო მეტ უფლებას აძლევს. „ახალი სისტემით საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები ერთ დღეს უნდა ჩატარდეს, მაგრამ სხვადასხვა სიებით, ამიტომ ამომრჩეველს სრული თავისუფლება აქვს თუ პარლამენტში ვის აირჩევს და კიდევ პრეზიდენტად. შემდგომი პერიოდისათვის ახალი სისტემის შესახებ სამუშაოები უნდა დავიწყოთ,“ განაცხადა ერდოღანმა. პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას,  ფეტულაჰის ტერორისტული ორგანიზაცია პარალელური სახელმწიფო სტრუქტურის (FETÖ/PDY) გასული წლის 15 ივლისის პუტჩის მცდელობის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ მათ მხარდამჭერ ყველა ძალებს ადრე თუ გვიან შესაბამისი პასუხი აუცილებლად მოეთხოვება.



მსგავსი ინფორმაციები