ერდოღანი ტრამპს ტელეფონით დაუკავშირდება

განიხილავენ კატარის კრიზისს

751645
ერდოღანი ტრამპს ტელეფონით დაუკავშირდება

როგორც განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუტ ჩავუშოღლუმ, ამ უახლოეს დღეებში თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი ტელეფონით დაუკავშირდება თავის ამერიკელ კოლეგა დონალდ ტრაპს და ძირითად ყურადღებას კატარის კრიზისს დაუთმობენ, რადგან, ერდოღანს სურს ეს კრიზისი 25 ივნისამდის, ე.ი. რამაზან ბაირამობადის მოაგვაროს.  

“ამ დღეებში ჩემმა კოლეგამ ტილერსონმა მითხრა, რომ ტრამპს ერდოღანთან საუბარი სურს და ანკარასაც აწყობს ეს, რადგან, თურქეთი აქტიურად არის ჩარეული კატარის კრიზისის მოგვარებაში და შუამავლობს კიდეც. ზოგიერთ არაბულ ქვეყანას, რომლებმაც გაწყვიტეს კატართან ურთიერთობები, უჭირთ კიდეც მიზეზის დასახელება და ამიტომ ახლა ერთმანეთშიც უთანხმოებები აქვთ, რადგან, მათი  მხრიდან კატარის მიმართ გადადგმული ნაბიჯები არც ჰუმანიზმს შეეფერება და არც ისლამს“, განაცხადა ჩავუშოღლუმ.  

როგორც ცნობილია გასულ კვირას 8 არაბულმა სახელმწიფომ კატარს ტერორიზმისადმი მხარდაჭერაში დასდო ბრალი და მასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტეს   



მსგავსი ინფორმაციები