ხვალ ანკარაში ბაჰრეინელი მინისტრი ჩამოდის

მას ერდოღანიც მიიღებს

749659
ხვალ ანკარაში ბაჰრეინელი მინისტრი ჩამოდის

როგორც განაცხადეს თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს სამსახურიდან, ხვალ ანკარას ოფიციალური ვიზიტით ჩამოდის ბაჰრეინის საგარეო საქმეთა მინისტრი შეიხ ჰალიდ ბინ აჰმედ ელ ჰალიფე, რომელსაც პრეზიდენტი ერდოღანიც მიიღებს და განიხილავენ კატარის გარშემო და საერთოდ ახლო აღმოსავლეთში და სპარსეთის ყურეში მიმდინარე მოვლენებს.

ბაჰრეინი იმ არაბული ქვეყნების სიაში შედის, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ ტერორიზმისადმი მხარდაჭერის საბაბით დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტეს კატართან.

ერდოღანმა კი უმართებულოდ მიიჩნია კატარისადმი ბრალდება და აღნიშნა, რომ მასთან ურთიერთობებს გააგრძელებენ, ხოლო ამის პარალელურად კრიზისის მოგვარების მიზნით სატელეფონო დიპლომატიაც დაიწყო



მსგავსი ინფორმაციები