ქურთულმუშმა დღის წესრიგთან დაკავშრებით განცხადებები გააკეთა

ქურთულმუშმა დღის წესრიგთან დაკავშრებით განცხადებები გააკეთა

748417
ქურთულმუშმა დღის წესრიგთან დაკავშრებით განცხადებები გააკეთა

თურქეთის ვიცეპრემიერმა ნუმან ქურთულმუშმა გუშინ სტამბოლში, იფთრის პროგრამაზე სიტყვით გამოსვლისას კატარის ირგვლივ განვითარებული მოვლენები  შეაფასა და განაცხადა, რომ კრიზისის მოგვარება მხოლოდ დიალოგის და დიპლომატის გზით არის შესაძლებელი რა, ამისათვის თურქეთი ყველაფერს აკეთებს.  „კატარის კრიზისით,  რეგიონში ახალი შეტაკებების, პრობლემების და ქაოსის შექმნის შესაძლებლობა დიდია. ზოგიერთი წრეები პრობლემების ისლამურ სამყაროში გავრცელებას ცდილობენ და ისედაც დანაწევრებული რეგიონის ქვეყნების კიდევ უფრო დანაწევრებას ცდილობენ,“ განაცხადა ვიცეპრემიერმა.  მან გუშინ ასევე ირანში განხორციელებული ტერაქტების შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ კატარის კრიზისის შემდეგ ირანში განხორციელებული ტერაქტები შემთხვევითი არ არის.   



მსგავსი ინფორმაციები