ერდოღანმა იფთარი გაუმართა ძალოვანებს

“ვინც დაემუქრება თურქეთს, საკადრის პასუხსაც მიიღებს“

748123
ერდოღანმა იფთარი გაუმართა ძალოვანებს

ერდოღანმა გუშინ საღამოს იფთარი, ე.ი. მარხვის ვახშამი გაუმართა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს და  15 ივლისს პუტჩის მცდელობის  განმხორციელებელ ფეტულაჰის ტერ ორგანიზაცია პარალელური სახელმწიფო სტრუქტურა, FETÖ/PDY-ზე საუბრისას თქვა, რომ ამ ტერ ორგანიზაციის ვერც ერთი წევრი ვერ გადაურჩება სამართლიან სასჯელს.

მისივე თქმით, პუტჩისტებმა ისეთი დაუნდობელი ხასიათი გამოიჩინეს, რომ ანკარის გოლბაშის რაიონში მდებარე სპეცრაზმელების სასწავლებელს 650 კგ-იანი ჰელიუმის ბომბი ესროლეს, რის შედეგადაც შეჰიდი გახდა 56 სპეცრაზმელი, ამიტომაც პუტჩისტებიდან არავინ დარჩება დაუსჯელი.

“ჩვენ თურქეთის გარდა სხვა სამშობლო არ გვაქვს. ზოგიერთებს შეუძლიათ გასაჭირის დროს გაიქცნენ და პენსილვანიას შეაფარონ თავი, ანდა გერმანიას, საბერძნეთს, როდოსს თუ სხვა ქვეყნებს და ეს იქნება მათი იდუმალი სამშობლო. ჩვენ კი არსად არ შეგვიძლია გაქცევა და უნდა დავრჩეთ 780 ათასი კვ კმ-ის ტერიტორიაზე.  ამიტომაც 15 ივლისის პუტჩის მოღალატეობას, გაქცევას და დევნილობაში ცხოვრებას სჯობს ჩვენსავე სამშობლოში ლომებივით ვიბრძოლოთ და მოვკვდეთ“, განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით ანტიტერორისტული ბრძოლა ქურთი ტერორისტების წინააღმდეგ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ წარმატებით გრძელდება და მას ბოლო ტერორისტის განადგურებამდის გააგრძელებენ.

“ვინც დაემუქრება თურქეთს და თავდასხმას მოაწყობს მასზე, საკადრის პასუხსაც მიიღებს“, ხაზგასმით განაცხადა ერდოღანმა   



მსგავსი ინფორმაციები