ერდოღანი კატარის კრიზისთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აგრძელებს

ერდოღანი კატარის კრიზისთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აგრძელებს

747207
ერდოღანი კატარის კრიზისთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აგრძელებს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი არაბეთის ნახევარკუნძულზე, კატართან დაკავშირებით წარმოქმნილი კრიზისის მოსაგვარებლად სატელეფონო საუბრებს აგრძელებს. მან, გუშინ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, ინდონეზიის პრეზიდენტ ჯოკო ვიდოდოს, ბაჰრეინის მეფე ჰამად იბნ ისა ალ ხალიფას, იორდანიის მეფე აბდულა მეორეს, ლიბანის პრემიერმინისტრ საად ჰარირის და მალაიზიის პრემიერმინისტრ ნაჯიბ რაზაკს ტელეფონით ესაუბრა. სატელეფონო საუბრის დროს ერდოღანმა ყველა ქვეყნის ლიდერს განუცხადა, რომ შექმნილი დიპლომატიური კრიზისი მხოლოდ დიალოგის გზით შეიძლება მოგვარდეს და თურქეთი ამისათვის ყველაფრის გასაკეთებლად მზად არის. ერდოღანმა ამ საკითხთან დაკავშრებით სატელეფონო დიპლომატია გუშინ წინაც წარმართა, მან ამ საკითხთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, ქუვეითის ემირ შეიხ საბაჰ ალ-აჰმად ალ საბაჰთან და საუდის არაბეთის მეფე სელმან ბინ აბდულაზიზ ალ სუდისთან გამართა სატელეფონო საუბარი.



მსგავსი ინფორმაციები