თურქეთი მზად არის ყველაფერი გააკეთოს სპარსეთის ყურეში დაძაბულობის განსამუხტავად

ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის როტაციულმა თავმჯდომარემ, თურქეთმა განაცხადა, რომ მზად არის რაც ევალება ყველაფერი გააკეთოს სპარსეთის ყურეში დაძაბულობის განსამუხტავად

746250
თურქეთი მზად არის ყველაფერი გააკეთოს სპარსეთის ყურეში დაძაბულობის განსამუხტავად

ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის როტაციულმა თავმჯდომარემ, თურქეთმა განაცხადა, რომ მზად არის რაც ევალება ყველაფერი გააკეთოს სპარსეთის ყურეში დაძაბულობის განსამუხტავად.

საგარეო საქმეთა სამინისტროში გაკეთებულ წერილობით განცხადებაში ნათქვამია: „ცნობილი გახდა, რომ საუდის არაბეთმა, გაერთიანებულმა არაბულმა საემიროებმა, ბაჰრეინმა და ეგვიპტემ ამ დილით კატართან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის და კატარის წინააღმდეგ ზოგიერთი სანქციის დაწესების გადაწყვეტილება მიიღეს. ჩვენ მწუხარებას გამოვხატავთ ამ გადაწყვტილების გამო... ასეთ პერიოდში რეგიონალური სოლიდარობა ისე საჭიროა, როგორც არასდროს. ამ ასპექტში თურქეთის გულწრფელი სურვილია სპარსეთის თანამშრომლობის საბჭოს წევრებმა, რომლებთანაც სტრატეგიული თანამშრომლობა აქვს და რეგიონალური მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის კუთხით მნიშვნელოვანი როლი აქვს, ერთმანეთში არსებული აზრთა სხვადასხვაობა და განსხვავებული მიდგომები დიალოგის გზით მოაგვარონ... არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ტერორიზმთან ბრძოლის თაოსნობით იმ საფრთხეებსა და გამოწვევებს, რომლის წინაშეც ჩვენი რეგიონი დგას, მხოლოდ ერთობით შესაძლოა ვებრძოლოთ. თურქეთი, როგორც  რეგიონის პასუხისმგებელი მოთამაშე და ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის  როტაციული თავმჯომარე, მეგობარ და მოძმე ქვეყნებს შორის წარმოქმნილი ამ უთანხმოების უმოკლეს დროში მოგვარების საკითხში მზად არის ყველაფერი გააკეთოს რაც ევალება.“  


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #კატარი

მსგავსი ინფორმაციები