თურქეთმა ინგლისს მიუსამძიმრა

თურქეთმა ინგლისს მიუსამძიმრა

737498
თურქეთმა ინგლისს მიუსამძიმრა

თურქეთმა, გუშინ ინგლისის ქალაქ მანჩესტერის ყველაზე დიდ საკონცერტო დარბაზში, მანჩესტერ  არენაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულების გამო სამძიმარი გამოუცხადა. პრეზიდენტმა ერდოღანმა სტამბოლში ერთ-ერთ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ამ ფაქტს გამოეხმაურა და დაღუპულების გამო ინგლისელ ხალხს სამძიმარი გამოუცხადა.   ამ საკითხთან დაკავშირებით ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მეგობარ და მოკავშირე ინგლისთან ერთობლივად მუშაობას სამომავლოდაც გავაგრძელებთ. მანჩესტერში განხორციელებულ ტერაქტზე  ყველაზე მნიშვნელოვანი პასუხიც სწორედ ეს იქნება.“ საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუ კი  მომხდარს სოციალურ ქსელ Twitter-ის მეშვეობით გამოეხმაურა და აღნიშნა: „მანჩესტერში მომხდარ ტერაქტს მკაცრად ვგმობ, ინგლისის მთავრობას და ხალხს თანაგრძნობას ვუცხადებ.“ მეორეს მხრივ მანჩესტერში მომხდარ ტერაქტს პრეზიდენტის პრესსპიკერი იბრაჰიმ ქალინიც ასევე სოციალურ ქსელ Twitter-ის მეშვეობით გამოეხმაურა და აღნიშნა: „მანჩესტერში მომხდარ ტერაქტს მკაცრად ვგმობ, მომხდარის შედეგად დაღუპულების გამო სამძიმარს გამოვთქვამ.“ ქალინმა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთი და ინგლისი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთობლივად მოქმედებას სამომავლოდაც გააგრძელებენ.  გუშინდელ ფაქტს თურქეთიდან ასევე მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ქემალ ქილიჩთაროღლუც გამოეხმაურა და მომხდარი დაგმო და ინგლისელ ხალხს სამძიმარი გამოუცხადა.



მსგავსი ინფორმაციები