ილდირიმმა და კვირიკაშვილმა ერთობლივი პრეს კონფერენცია გამართეს

თურქმა პრემიერმა დაგმო ყველანაირი ტერორიზმი

737782
ილდირიმმა და კვირიკაშვილმა ერთობლივი პრეს კონფერენცია გამართეს

ბინალი ილდირიმსა და მის მასპინძელ კოლეგა გიორგი კვირიკაშვილს შორის დასრულებული პირისპირი შეხვედრის შემდეგ, მათ ერთობლივი პრეს კონფერენცია გამართეს და თურქი პრემიერი შეეხო რა ინგლისში მომხდარ ტერაქტს, ჯერ მკაცრად დაგმო ყველანაირი ტერორი, შემდეგ კი დაღუპულების გამო სამძიმარი გადაუხადა ინგლისელებს, დაჭრილებს კი მალე გამოჯანმრთელება უსურვა.

“თურქეთი ტერორიზმისგან ყველაზე დაზარალებულ სახელმწიფოს წარმოადგენს და ყველაზე მეტ საფასურსაც ის იხდის, ამიტომაც ძალიან კარგად ვიცით თუ რა არის ტერორიზმი, ყველა პლატფორმაზე და ყოველთვის ამას ვიძახით, ტერორი გლობალურ საფრთხეს წარმოადგენს და ამიტომაც მის წინააღმდეგ ბრძოლაც გლობალური უნდა იყოს. ასე რომ, დედამიწის ყოველი წერტილი უკვე უსაფრთხო გახდა. არავის არ შეუძლია თქვას: ჩემი ქვეყანა უფრო უსაფრთხო არისო. თანაც, როცა ვინმე ამას ამბობს, ამით ანტიტერორისტულ ბრძოლაში სისუსტეს ქმნის და ვნებს მას. ამიერიდან, ტერორიზმთან ბრძოლაში აქტიური და მჭიდრო თანამშრომლობაა საჭირო“, განაცხადა ილდირიმმა



მსგავსი ინფორმაციები