PKK/PYD, DEAŞ-ის ძალადობა ქალებსა და ბავშვებზე
ტერორისტების, ქალების და გოგონებისადმი განხორციელებული შემაზრზენი ქმედება, უნდა დაგმობილ იქნას ყველა პლატფორმაზე
თურქეთის გაეროს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ გუვენ ბეღეჯიმ, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სახელწოდებით:-„კონფლიქტის დროს სექსუალური ძალადობა“-განაცხადა, რომ სეპარატისტული ტერ-ორგანიზაცია, მისი სირიის გაგრძელება PYD და DEAŞ-ი, ბოკო ჰარამის მსგავსად ბოროტად იყენენებენ ქალებს და გოგონებს და მიმართავს სექსუალურ ძალადობას.
ეს არის მათი ბრძოლის ტაქტიკა, რომელსაც იყენებენ სამოქალაქოებისადმი მიმართულ სისტემატიურ თავდასხმად. აღნიშნა, რომ ქალების და გოგონებისადმი განხორციელებული მათი შემაზრზენი ქმედება, უნდა დაგმობილ იქნას ყველა პლატფორმაზე.
ტერ-ორგანიზაცია PKK/PYD, DEAŞ-ი ბოკო ჰარამის მსგავსად სექსუალურ ძალადობას იყენებს ქალებზე, ბავშვებზე, აიძულებენ მათ დაფეხმძიმებას და აბორტს.
მზარდი ძალადობრივი ქმედებები, ძალის გამოყენებით მათი სახლ-კარიდან განდევნა, საფუძველს უმზადებს ტრეფიკინგს, რომელსაც თან სდევს სექსუალური ძალადობა, ექსპლოატაცია. ბეღეჯმა აღნიშნა, რომ თურქეთი მნიშვნელოვნად მიიჩნევს ადამიანის უფლებების, ღირსებების დარღვევის მომცველი დანაშაულების, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლას.
მან ყურადღება გაამახვილა სირიის სქესობრივ ძალადობებზე და აღნიშნა, რომ ეს არის სხვადასხვა ჯგუფების მხრიდან ომის, ტერორის და წამების ტაქტიკა. სირიაში, განაგრძობენ ქალები და გოგონები სქესობრივი მუქარის ქვეშ ცხოვრებას. სირიის რეჟიმის საპატიმროებში დაფიქსირებული საზარელი სექსუალური ძალადობრივი ქმედებები გაეროს მოხსენებებშია წარმოდგენილი. სწორედ ამ საკითხთან არის დაკავშირებული ასტანის შეხვედრებში თურქეთის, პატიმრების გამოხსნისადმი მიმართული მცდელობა-აღნიშნა ბეღეჯმა.