ერდოღანი სიტყვით გამოვიდა ახალგაზრდობის ფესტივალზე
“ჩვენ გულში ჩავიხუტებთ ჩვენს მხარდამჭერებსაც და მოწინააღმდეგეებსაც“
ერდოღანი სიტყვით გამოვიდა სტამბოლის იენიკაფიში დაწყებულ ახალგაზრდობის ფესტივალზე და შეეხო რა 16 აპრილის რეფერენდუმის შემდეგ სოციალურ ქსელებში მისი სახელით და მის გარშემო წარმართულ კამათებს და დისკუსიებს, თქვა, რომ მისი სახელით მხოლოდ პრეს სპიკერს შეუძლია ლაპარაკი და მას ექნება გასავალი, ხოლო დანარჩენი ყველაფერი კი მხოლოდ სპეკულაცია იქნება, რადგან ისინი რეფერენდუმზე უარყოფითი ხმის მიმცემებსაც გულში იკრავენ.
“ჩვენ გვინდა მოვიგოთ 80 მილიონიანი მოსახლეობის, ე.ი. ჩვენი მხარდამჭერების და მოწინააღმდეგეების გულებიც და გვწამს, რომ ამას მივაღწევთ. ისინი, ვინებიც დღეს ჩვენთან ერთად არ არიან, ხვალ შეეძლებათ ჩვენთან ერთად სიარული, ასე რომ ჩვენ ხელს არავის ვკრავთ, პირიქით, ყველას ვიხუტებთ გულში“, აღნიშნა ერდოღანმა.
ანტიტერორისტულ ბრძოლაზე საუბრისას მან ხაზი გაუსვა, რომ ყველა იმ ტერ ორგანიზაციას გაანადგურებენ, რომლებიც საფრთხეს უქმნიან თურქეთის უსაფრთხოებას და საზღვრებს.
ამავე ფესტივალის ფარგლებში პრეზიდენტმა ფენერბახჩეს სპორტული კლუბის სტენდიც მოინახულა და შეხვდა ამ კლუბის წევრებს
მსგავსი ინფორმაციები
პრეზიდენტმა ერდოღანმა ევროპელ ლიდერებთან მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა
პრეზიდენტმა ერდოღანმა ევროპელ ლიდერებთან მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა