ვიქტორ ორბანი თურქეთის შესახებ განცხადებას ავრცელებს

ვიქტორ ორბანი თურქეთის შესახებ განცხადებას ავრცელებს

721520
ვიქტორ ორბანი თურქეთის შესახებ განცხადებას ავრცელებს

უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ  თურქეთის სტაბილურობისათვის მხარდაჭერაა საჭირო, რადგან თურქეთში სტაბილურობა თუ არ იქნება, ყველას შეექმნებათ პრობლემა. ორბანმა ამის შესახებ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის შემდეგ გამართული პრესკონფერენციის დროს განაცხადა. მან ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა, რომ 16 აპრილის რეფერენდუმის შემდეგ ერდოღანს დაურეკა და წარმატება მიულოცა. მისივე თქმით თურქეთის სტაბილურობა ევროპისთვისაც ძალზედ მნიშვნელოვანია. „იმ შემთხვევაში, თუ თურქეთში სტაბილურობა არ იქნება, ეს იმას ნიშნავს, რომ მთელს რეგიონში არასტაბილურობა დაისადგურებს და ეს ევროპისთვისაც დიდ პრობლემას წარმოქმნის, ამიტომ ერდოღანის მხარდაჭერაა საჭირო, რათა სტაბილური თურქული პოლიტიკა წარმართოს,“ განაცხადა ვიქტორ ორბანმა.



მსგავსი ინფორმაციები