ანკარა კატეგორიულია ანტიტერორისტულ ბრძოლაში

“ბრძოლა ტერორისტების სრულ განადგურებამდის გაგრძელდება“

720623
ანკარა კატეგორიულია ანტიტერორისტულ ბრძოლაში

თურქული რადიო-ტელევიზიების ჟურნალისტთა ასოციაციის მხრიდან დაწესებული მედია ოსკარების 2016 წლის დაჯილდოების ტრადიციული ცერემონია წუხელ ანკარაში გაიმართა, რომელზედაც სიტყვით გამოვიდა პრემიერმინისტრი ბინალი ილდირიმი და თქვა, რომ ანტიტერორისტულ ბრძოლას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთაც მთელი კატეგორიულობით გააგრძელებენ, რათა მთლიანად გაუხმონ მას ფესვები.

“სანამ ჩვენი ქვეყნისა და მისი მოქალაქეების უსაფრთხოების მიმართ ტერორისტული მუქარები გრძელდება, თუნდ ქვეყნის შიგნით და თუნდ მისი ფარგლებს გარედან მოსული ამ მუქარების გაუვნებელყოფამდე გავაგრძელებთ ბრძოლას, როგორც ეს გავაკეთეთ, წუხელ, როცა ჩვენმა გამანადგურებლებმა სირიის კარაქოჩის მთებში და ერაყის სინჯარის რეგიონში მთლიანად გაანადგურეს პკკ-ას კუთვნილი ობიექტები“, განაცხადა ილდირიმმა.

იგი შეეხო ფეტულაჰის ტერ ორგანიზაციის, FETÖ/PDY-ს მხრიდან 15 ივლისის სამხედრო პუტჩის მცდელობისა და მისი მონაწილეთა გამოვლენა დაკავების საკითხსაც და აღნიშნა, რომ ფეტოელების სახელმწიფო ორგანიზაციიდან წმენდის პროცესი კანონის ფარგლებში მიმდინარეობს და მათ სრულ გაწმენდამდის გაგრძელდება ეს პროცესი.

პრემიერმა შეფასება მისცა რა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან მიღებულ დადგენილებას, რომელიც თურქეთის პოლიტიკური კონტროლის ქვეშ აყვანას ითვალისწინებს, თქვა, რომ ასეთი დადგენილების გამოტანა ანკარაში არ გაკვირვებიათ, რადგან, კენჭისყრაში მონაწილეთა უმრავლესობას ისეთი პირები წარმოადგენენ, რომლებიც ქურთული ტერ ორგანიზაცია პკკ-ას მხარდამჭერებს და მათ რუპორებს წარმოადგენენ და ყველანაირ ძალისხმევას იჩენენ, ფართო პროპაგანდისტულ საქმიანობასაც ეწევიან, რათა პკკ-ა ტერ ორგანიზაციების სიიდან გამოიყვანონ. მისივე აზრით ასეთი დადგენილების მიღებას ხელი შეუწყო ასევე ევროპაში ამ ბოლო წლებში ანტი თურქული, ისლამოფობიური და რასისტულ-ფაშისტური პოლიტიკის ფართოდ გავრცელებამ, რადგან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრების უმრავლესობაც სწორედ ამ ზეგავლენის ქვეშ იმყოფებიან, ამიტომაც გამოტანილ დადგენილებას ანკარა არც სცნობს და არც მიიღებს.

“დადგა დრო, რათა ევროპამ თურქეთის მიმართ პოზიცია შეიცვალოს და ახლიდან გადახედოს ამ პოზიციას. ჩვენთვის მთავარი კითხვაა, ევროპა ქრისტიანულ გაერთიანებას წარმოადგენს და ასე გააგრძელებს სვლას, თუ თურქეთსაც გაიწევრიანებს ისე გააგრძელებს.

აი ეს კითხვა ევროპელებმა უპირველეს ყოვლისა თავიანთ თავს უნდა დაუსვან“, ხაზგასმით განაცხადა ილდირიმმა და დაამატა, რომ თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხიც შეიძლება რეფერენდუმზე გაიტანონ



მსგავსი ინფორმაციები