ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებას ანკარიდან მკაცრი კრიტიკა მოჰყვა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებას ანკარიდან მკაცრი კრიტიკა მოჰყვა

720261
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებას ანკარიდან მკაცრი კრიტიკა მოჰყვა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან თურქეთის პოლიტიკურ კონტროლზე აყვანას ანკარიდან მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ საკითხთან დაკავშრებით განცხადება გაავრცელა რომელშიც წერია: „ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ ამ გადაწყვეტილებას მკაცრად ვგმობთ. აღნიშნული გადაწყვეტილება ერთგვარი პოლიტიკური ოპერაციაა, რომელიც ფეტოს მსგავს ტერ ორგანიზაციების საქმიანობას შეუწყობს ხელს. აღნიშნული გადაწყვეტილება ევროკავშირის ცრუ გაურკვევლობის ნიშანია. თურქეთი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას მოუწოდებს, ასეთი გადაწყვეტილების მიღებამდე სჯობს გლობალურ პრობლემად ქცეული ტერორიზმის, რასიზმის, ისლამოფობიის, მიგრანტების  და ადამიანის უფლებების საკითხების პრობლემების მოგვარებით დაკავდეს.“ სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ მიუხედავად აღნიშნული გადაწყვეტილებისა,  თურქეთი  დემოკრატიული სტანდარტების და ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით ღონისძიებების გატარებას მაინც გააგრძელებს. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებას ევროინტეგრაციის მინისტრი ომერ ჩელიქიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გადაწყვეტილება არასამართლიანი და პოლიტიკურია. ამ ფაქტს პრეზიდენტის მრჩეველი ბულენთ გედიქლიც გამოეხმაურა. „ეს ერთგვარი პოლიტიკური ოპერაციაა. სინამდვილეში მართლაც და კონტროლი თვით ევროკავშირს სჭირდება,“  განაცხადა გედიქლიმ.  ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებას  ვიცეპრემიერი ნუმან ქურთულმუშიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს გადაწვეტილება თურქეთის საწინააღმდეგო პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. „სამწუხაროდ ეს თურქეთის საწინააღმდეგოდ გადადგმული ეტაპობრივი ნაბიჯია. ეს ისლამის და თურქეთის საწინააღმდეგო რასისტული და ფაშისტური გადაწყვეტილებაა. ყველაფერი პილიტიკური ქმედებაა. არანაირად არ შეესაბამება სიმართლეს,“ განაცხადა ქურთულმუშმა. თურქეთი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური კონტროლიდან 2004 წელს გამოვიდა და ახლა უკან შევიდა. ამით თურქეთი პირველი  ევროპული ქვეყანა გახდა, რომელიც პოლიტიკური კონტროლიდან ჯერ გამოყვანილი, შემდეგ კი ხელმეორედ შეყვანილ იქნა. აღნიშნული გადაწყვეტილება 45-ის წინააღმდეგ 113 ხმით დამტკიცდა.



მსგავსი ინფორმაციები