ჩანაქკალეში გამარჯვების 102-ე წლისთავს ზეიმობენ
“ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლას სათავე ჩანაქკალეს გამარჯვებით დაედო“


თურქეთში სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება ჩანაქკალეს ბრძოლაში გამარჯვების 102-ე წლისთავი. ყველაზე ხალხმრავალი ღონისძიება გალიპოლში გაიმართა, სადაც დაღუპულთა ხსოვნის ცერემონიაზე ჯერ წმინდა ყურანიდან სულების მოსახსენიებელი სურები წაიკითხეს, შემდეგ კი სიტყვით გამოვიდა კულტურისა და ტურიზმის მინისტრი ნაბი ავჯი და თქვა, რომ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლას სათავე სწორედ ჩანაქკალეს გამარჯვებით დაედო. ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა ასევე ინგლისის ელჩი თურქეთში რიჩარდ მოორე და მანც პატივით მოიგონა ორივე მხარეს მებრძოლთა და დაღუპულთა სულები. ცერემონია სამხედრო აღლუმით და თურქ პილოტთა საჩვენებელი შოუ ფრენებით დასრულდა. ჩანაქკალეს ბრძოლა პირველი მსოფლიო ომის ფარგლებში ანტანტისა და ოსმანეთის ძალებს შორის დარდანელის სრუტეზე გაიმართა და მან 8 თვეზე მეტ ხანს გასტანა რა, თურქების სრული გამარჯვებით დასრულდა
მსგავსი ინფორმაციები

ჰულუსი აქარი: „ვიმედოვნებთ, რომ ეგეოსი და ხმელთაშუა ზღვა იქნება მეგობრობის ზღვა“
ჰულუსი აქარი: „ვიმედოვნებთ, რომ ეგეოსი და ხმელთაშუა ზღვა იქნება მეგობრობის ზღვა“

თურქეთი, 26 აგვისტოს შვედეთთან და ფინეთთან შეხვედრას გამართავს
თურქეთი, 26 აგვისტოს შვედეთთან და ფინეთთან შეხვედრას გამართავს