ერდოღანის სარჩელი ფრანგი პოლიტოლოგის წინააღმდეგ

ერდოღანის სარჩელი ფრანგი პოლიტოლოგის წინააღმდეგ

719028
ერდოღანის სარჩელი ფრანგი პოლიტოლოგის წინააღმდეგ

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ფრანგი პოლიტოლოგის, ფილიპ მორო დეფერგეს მხრიდან  ერდოღანის  მიმართ მკვლელობის წაქეზების შემცველი განცხადების გაკეთების გამო სარჩელი შეიტანა. პრეზიდენტის ადვოკატმა ჰუსეინ აიდინმა ანკარის პროკურატურაში ოთხ გვერდიანი სარჩელი უკვე შეიტანა. სარჩელში ფრანგი პოლიტოლოგის სიტყვებია ასეა ასახული: „... როგორც ხედავთ სამართლებრივი გზები ჩაკეტილია, ამიტომ ან სამოქალაქო ომის დაწყება ან კიდევ ერდოღანის მოკვლაა საჭირო.“ ედოღანის ადვოკატის მიერ შეტანილ სარჩელში დეფერგეს მიერ გაკეთებული განცხადების კიდევ ეს ნაწილიცაა შეტანილი, რომ დასავლეთის ქვეყნებში ერდოღანის მიმართ ზიზღი ფსიქიატრიულ აშლილობად იქცა, ამიტომ მისი მკვლელობის წაქეზება არა მხოლოდ სამართალდამცველებმა, არამედ  ფსიქოლოგიური დაავადებებით დაკავებულმა ექიმებმაც უნდა მოახდინონ. ფრანგი პოლიტოლოგის წინააღმდეგ სარჩელი 5237 ნომრიანი თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსის 310-ე მუხლის მიხედვით იქნა აღძრული. ერდოღანის წინააღმდეგ მსგავსი ქმედებები რეფერენდუმის წინა დღეებში ევროპის სხვადასხვა ქვეყნებშიც შეინიშნებოდა.



მსგავსი ინფორმაციები