ფეტოელები ხელმეორედ წარსდგებიან სასამართლოს წინაშე

მათი სასამართლო პროცესი 25 აპრილს გაიმართება

717000
ფეტოელები ხელმეორედ წარსდგებიან სასამართლოს წინაშე

გასული წლის 15 ივლისს თურქეთში მომხდარი გადატრიალების მცდელობის შემდეგ, საბერძნეთში გაქცეული ფეტულაჰის ტერორისტული ორგანიზაცია ფეტო-ს წევრები ხელმეორედ წარსდგებიან სასამართლოს წინაშე. საბერძნეთის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო ANA-MPA-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციის თანახმად, თურქეთის მხრიდან საბერძნეთში გაქცეული ფეტოელების ექსტრადაციის მოთხოვნის გამო,  8 ხუნტის წევრიდან სამი 25 აპრილს ათენის სააპელაციო სასამართლოს წინაშე წარსდგება, ხოლო დანარჩენი ხუთი ხუნტის წევრის სასამართლო პროცესის თარიღი ჯერჯერობით უცნობია. უფრო ადრე, საბერძნეთის უმაღლესმა სასამართლომ მათი თურქეთის მხრიდან ექსტრადაციის მოთხოვნილება არ დააკმაყოფილა, რის საპასუხოდან თურქეთმა მათი ექსტრადაციისთვის ახლი მოთხოვნა გაუგზავნა.  საბერძნეთის სასამართლომ ხუნტის წევრების თავშესაფრის მოთხოვნის საკითხის დასრულებამდე, მათი პატიმრობაში დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო.



მსგავსი ინფორმაციები