პუტინმა პრეზიდენტ რ. თ. ერდოღანს 16 აპრილის რეფერენდუმის შედეგები მიულოცა

რუსეთის სახელმწიფოს მეთაურმა ვლადიმერ პუტინმა პრეზიდენტ რ. თ. ერდოღანს 16 აპრილის რეფერენდუმის შედეგები მიულოცა

715779
პუტინმა პრეზიდენტ რ. თ. ერდოღანს 16 აპრილის რეფერენდუმის შედეგები მიულოცა

რუსეთის სახელმწიფოს მეთაურმა ვლადიმერ პუტინმა პრეზიდენტ რ. თ. ერდოღანს 16 აპრილის რეფერენდუმის შედეგები მიულოცა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პუტინი პრეზიდენტს ტელეფონით დაუკავშირდა და საკონსტიტუციო ცვლილებების რეფერენდუმზე ცვლილებების მხარდაჭერა მიულოცა.

ლიდერებმა ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესის დაჩქარების და სირიაში ცეცხლის შეწყვეტისათვის ერთობლივი მუშაობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

ამავდროულად, რეფერენდუმის შედეგები რ. თ. ერდოღანს სლოვენიის პრეზიდენტმა ბარუტ პაჰორმა, მაკედონიის პრეზიდენტმა გიორგე ივანოვმა, ალბანეთის პრემიერმა ედი რამამ და ლიბანის პრემიერმა საად ჰარირიმ მიულოცეს.

ერაყის ქურთული რეგიონალური მმართველობის მეთაურმა მესუტ ბარზანიმ რეფერენდუმის შედეგები პრეზიდენტ ერდოღანსა და პრემიერმინისტრს ბინალი ილდირიმს მიულოცა.


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #რუსეთი , #რეფერენდუმი

მსგავსი ინფორმაციები