mgk და მინისტრთა საბჭო

რეფერენდუმის შემდე, მინისტრთა კაბინეტის პირველი სხდომა დღეს გაიმართება ბეშთეფეს პრეზიდენტის კომპლექსში

714520
mgk და მინისტრთა საბჭო

რეფერენდუმის შემდე, მინისტრთა კაბინეტის პირველი სხდომა დღეს ჩატარდება ბეშთეფეს პრეზიდენტის კომპლექსში. შეკრების წინ კი, შედგება ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა.

19:30 საათზე, პრეზიდენტ რ.თ. ერდოღანის თავჯდომარეობით ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის დღის წესრიგში იქნება საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება.

მეორეჯერ, სამი თვით გაგრძელებული საგანგებო მდგომარეობის ვადა, იწურება 19 აპრილს.

ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ, კვლავ ერდოღანის თავჯდომარეობით, 20.30 საათზე შეიკრიბება მინისტრთა საბჭო.

პრეზიდენტის და მთავრობის წევრები შეაფასებენ ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის მიღებულ სარეკომენდაციო გადაწყვეტილებებს და რეფერენდუმის შედეგებს, რომელიც დეტალურად იქნება განხილული რეგიონების და ოლქების ფარგლებში.

სისტემის ცვლილებებთან ერთად, მოსალოდნელია დღის წესრიგში, თურქეთის დიდი ეროვნულ მეჯლისისთვის წარსადგენი შესაბამისობის კანონის ჩაყენებაც.



მსგავსი ინფორმაციები