ერდოღანი ტელეფონით დაუკავშირდა პუტინს

მათ მხარი დაუჭირეს ურთიერთობების სწრაფ ნორმალიზებას

712421
ერდოღანი ტელეფონით დაუკავშირდა პუტინს

თურქეთის პრეზიდენტის პრეს სამსახურის ცნობით, ერდოღანი წუხელ ტელეფონით დაუკავშირდა თავის რუს კოლეგა პუტინს და ძირითადი ყურადღება ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას და სირიაში მიმდინარე მოვლენებს დაუთმეს.

ლიდერებმა ასტანის მექანიზმისა და ჟენევის მოლაპარაკებების გაგრძელებისათვის თურქეთისა და რუსეთის   ერთობლივი ძალისხმევისა  და მის ფარგლებში მორატორიუმის სირიის მთელი მასშტაბით გავრცელების მნიშვნელობაზეც გაამახვილეს ყურადღება.

სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებაზე საუბრისას ერდოღანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ეს არის კაცობრიობის წინაშე ჩადენილი უდიდესი დანაშაული და ორივემ მხარი დაუჭირეს ამ ფაქტის   ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის მხრიდან გამოძიებას

ერდოღანმა და პუტინმა მზადყოფნა გამოთქვეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური, სავაჭრო და სხვა ურთიერთობების სწრაფი ტემპით აღდგენას, აღნიშნულია პრეზიდენტის პრეს სამსახურის  განცხადებაში



მსგავსი ინფორმაციები