ეროღანი შეჰიდების ახლობლების და ვეტერანების პროგრამას დაესწრო

ეროღანი შეჰიდების ახლობლების და ვეტერანების პროგრამას დაესწრო

711752
ეროღანი შეჰიდების ახლობლების და ვეტერანების პროგრამას დაესწრო

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი გუშინ სტამბოლში ეროვნული ნების პლატფორმის მიერ ორგანიზებულ „15 ივლისის შეჰიდების ახლობლები და ვეტერნები“ სახელწოდების პროგრამას დაესწრო. ერდოღანმა აქ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ დიდ ერებს, რთული გამოცდები ელით, ამიტომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად  დიდი საფასურების გაღებაა საჭირო. მისივე თქმით ზოგიერთ ძალებს თურქეთის განვითარება არ სურთ და ამისათვის ყველაფერს აკეთებენ. „15 ივლისს ფეტულაჰის ტერორისტული ორგანიზაცია პარალელური სახელმწიფო სტრუქტურის  (FETÖ/PDY) მხრიდან გადატრიალების განხორციელების მცდელობას თურქმა ხალხმა ღირსეულად უპასუხა და ასევე ყველა ტერორისტების  მხარდამჭერებს 16 აპრილის რეფერენდუმზე ასევე ღირსეულ პასუხს გასცემენ,“ აღნიშნა პრეზიდენტმა.   მისივე თქმით ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში თვით ტერორისტებზე მეტად მათ მხარდამჭერების წინააღმდეგ აწარმოებენ ბრძოლას და მათ შორის არის მრავალი ევროპული ქვეყანაც. ერდოღანმა სიტყვით გამოსვლისას 16 აპრილის რეფერენდუმზეც გაამახვილა ყურადღება და ქვეყნის აღმოსავლეთ და სამხრეთ აღმოსავლეთ რეგიონში მცხოვრებ ქურთ მოსახლეობას მოუწოდა: „ეს რეფერენდუმი თქვენთვისაც მნიშნელოვანი გამოცდაა.  იმის თქმის უფლება აღარ გაქვთ, რომ თქვათ,  ჩვენზე ზეწოლას ახორციელებენო,  თითქმის ბოლო ორი წელია თქვენს რეგიონებში თურქეთის შეიარაღებული ძალები მნიშვნელოვან ანტიტერორისტულ ოპერაციებს აწარმოებენ და ის, ვინც თქვენზე ზეწოლას ახორციელებდა, შესაბამის პასუხსაც ღებულობს. 20 თვის განმავლობაში აღნიშნულ რეგიონებში 10500 ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული.“



მსგავსი ინფორმაციები