ნაჯი აღბალი, ინვესტიცია

ფინანსთა მინისტრი ნაჯი აღბალი, სტუდენტების წინაშე მოხსენებაში, შეეხო თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობებს

711322
ნაჯი აღბალი, ინვესტიცია

ფინანსთა მინისტრი ნაჯი აღბალი, ერზრუმის, ათათურქის სახელობის უნივერსიტეტში, სტუდენტების წინაშე მოხსენებაში, შეეხო თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობებს.

აღნიშნა, რომ 16 აპრილის რეფერენდუმის შემდეგ, სულ სხვაგვარ დონეს მიაღწევს თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობები და უფრო გაძლიერდება თურქეთი. ახალი სიტემა ახლებურ ატმოსფეროს შექმნის. ამჟამად მიმდინარეობს თურქეთ-აშშ-ის ურთიერთობებში საბაჟო კავშირის გაფართოებისადმი მიმართული მუშაობა.   

თურქეთი, ევროპის ყველაზე დიდ ბაზრად ითვლება. ყველაზე დიდ უცხოურ ინვესტიციას ევროპიდან იღებს, იმიტომ რომ ევროპა ხედავს თურქეთის ზრდას. ამ მართვის სისტემის შეცვლის შემდეგ კი, თურქეთი უფრო გაძლიერდება. სწრაფად ცვალებად, პოლარიზებულ მსოფლიოში, სადაც იქმნება რეგიონული თანამშრომლობა, ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილების საპასუხო მოდელს ეძებს თურქეთი თავისი პოლიტიკით და ეკონომიკით.

აღბალის თქმით, უკანასკნელ პერიოდში გიგანტურ პროექტებზე ხელის მომწერი თურქეთი გადაიქცევა რეგიონის ფინანსურ ცენტრად.



მსგავსი ინფორმაციები