სულეიმან სოილუმ თექირდაღში შეხვედრები გამართა

სულეიმან სოილუმ თექირდაღში შეხვედრები გამართა

707716
სულეიმან სოილუმ თექირდაღში შეხვედრები გამართა

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ, გუშინ თექირდაღში გამგებლებთან და არასამთავრობოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.  აქ სიტყვით გამოსვლისას მან განაცხადა, რომ თურქეთმა, როდესაც თავის მომავალზე ფიქრი და ზრუნვა დაიწყო, დასავლეთს  მაშინ გაახსენდა ადამიანის უფლებებით, თავისუფლებებით და სხვა მსგავსი საკითხების წინა პლანზე წამოყენება, რითაც მათი ნამდვილი სახე გამოჩნდა. მისივე თქმით ბოლო დროს მსოფლიოში ყველაზე მეტად გამოყენებული ტერმინი „ცვლილებები“ გახლავთ. „მსოფლიო იცვლება. ასევე კომუნიკაციებიც ძალიან სწრაფად იცვლება. მსოფლიო უფრო დაპატარავდა. საზღვრები უქმდება. ბერლინის კედლის დანგრევა ამის ნათელი მაგალითია. სწორედ ამ თვალსაზრისით თურქეთმა 2002 წლიდან მოყოლებული დიდი ცვლილებები განიცადა. მიუხედავად მსოფლიოში არსებული სწრაფი ცვლილებებისა, დასავლეთი მაინ ცდილობს, რომ მის წინააღმდეგ გამოვიდეს, მაგრამ, ამ ყველაფერს წინ ვერ აღუდგება ვერავინ,“ განაცხადა სულეიმან სოილუმ.    მისივე თქმით,  თურქეთს უკვე ძალიან დიდი მიზნები აქვს დასახული და სწორედ ამის წინააღმდეგ გამომსვლელი დასავლეთი, თურქეთთან მოკავშირის ტერმინსაც თავისებურად აღიქვამს და მხოლოდ მათი ინტერესების გასატარებლად იყენებს.

 



მსგავსი ინფორმაციები