განეიტრალდა პკკას წევრი 16 ტერორისტი

ჰაქქარის ჩუქურჯას რაიონის ჩელიქლი თეფეს მიდამოებში, ტერორისტებმა ცეცხლი გაუხსნეს სამხედროებს

706891
განეიტრალდა პკკას წევრი 16 ტერორისტი

განეიტრალდა პკკას წევრი 16 ტერორისტი

ჰაქქარის ჩუქურჯას რაიონის ჩელიქლი თეფეს მიდამოებში, ტერორისტებმა ცეცხლი გაუხსნეს სამხედროებს, რის შემდეგაც უპილოტო საფრენი აპარატით გამოვლენილი 8 ტერორისტი, F-16 ტიპის თვითმფრინავის ჩარევით განეიტრალდა.

ბითლისის თათვანის რაიონში, ტერ-ორგანიზაციის წინააღმდეგ ოპერაციაში, განეიტრალდა 6-ი ტერორისტი. ხელში ჩაიგდეს დიდი რაოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა.

შირნაკის აქჩაის და ბინგოლის რაიონის პერიფერიებში განეიტრალდა ორი ტერორისტი.

ხელში იქნა ჩაგდებული უამრავი იარაღი, ფეთქებადი საბრძოლო მასალა და საკვები პროდუქტი.

თუნჯელის ნაზმიეს პერიფერიებში გამოვლენილ თავშესაფარში, ნაპოვნი იქნა საზენიტო ტყვიამფრქვევი Doçka.

ამავდროულად, ქილისში, დაკავებულ იქნა სირიიდან თურქეთში შესვლის მოსურნე ტერ-ორგანიზაცია DEAŞ-ი წევრი ერთი ტერორისტი, კილო ნახევარი ასაფეთქებელი და ორი ხელყუმბარა.



მსგავსი ინფორმაციები