თურქეთმა დაგმო სირიის თავდასხმა

საერთაშორისო ორგანიზაციებმა დაუყოვნებლივ უნდა დაგმონ და გამოიძიონ ეს საქმე

706241
თურქეთმა დაგმო სირიის თავდასხმა
suriyee.jpg

თურქეთმა დაგმო, სირიის რეჟიმის, იდლიპზე ქიმიური იარაღით თავდასხმა. აღინიშნა, რომ  საერთაშორისო ორგანიზაციებმა დაუყოვნებლივ უნდა დაგმონ და გამოიძიონ ეს საქმე.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საკითთან დაკავშირებით განცხადებაში მკაცრად დაგმო იდლიპთან დაკავშირებულ ჰან შეიჰის რეგიონზე, სირიის რეჟიმის თავდასხმა, რომელმაც შეიწირა ბავშვების ჩათვლით მრავალი უდანაშაულო ადამიანი. აღინიშნა, რომ ჰან-შეიჰუნიდან გადაღებული ჩვენებები და ინფორმაციები, ეს არის ესადის რეჟიმის გაეროს უშიშროების საბჭოს 2118-ე და 2209-ე გადაწყვეტილების აშკარა დარღვევით ქიმიური იარაღის გამოყენების გაგრძელების მაჩვენებელი.

გამოითქვა სურვილი, საერთაშორისო საზოგადოებამ ამ თავდასხმების წინააღმდეგ, რომელსაც ადგილი ჰქონდა ახლო წარსულშიც, გამოთქვას რეაგირება და მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს. სირიის რეჟიმზე გავლენის მქონე მხარეებს მოუწოდა, ხსენებული სასტიკი თავდასხმების შეჩერების მიზნით შეასრულოს დაკისრებული ვალდებულება.

პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა იბრაჰიმ კალინმა მკაცრი ენით დაგმო თავდასხმა. მისი განცხადებით, საჭიროა სირიაში მომხდარი ქიმიური თავდასხმისთვის ომის და კაცობრიობის დანაშაულის ფარგლებში შეფასების მიცემა.

ასევე გამოკვეთა, რომ გამართლდა თურქეთის საკითხისადმი თავიდანვე გამოთქმული მიდგომა და დამოკიდებულება.  ევროკავშირის მინისტრმა და მთავარმა მიმომხილველმა ომარ ჩელიკმა კი, მომხდარის შესახებ Twitter საშუალებით გამოთქვა დამოკიდებულება, რომ სირიაში არა მხოლოდ ადამიანების არამედ კაცობრიობის განადგურება ხდება,  ხოცვა-ჟლეტის შეჩერებისთვის ჯერ კიდევ რამდენი ბავშვის სიკვდილია საჭირო?.

ამავდროულად, იდლიპში, ქიმიური იარაღით დაზარალებული და სამკურნალოდ თურქეთში შეყვანილების რაოდენობამ მიაღწია 32-ს. მათგან ვერ მოხერდა ორის გადარჩენა. ჯევიზოუს სასაზღვრო კართან მისული სირიელების თურქეთში შეყვანა ხდება თურქი სამედიცინო პერსონალების პირველადი შემოწმების შემდეგ.


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #დაგმობა , #თავდასხმა , #სირია

მსგავსი ინფორმაციები