შირნაქში სამი ჯარისკაცი შეჰიდი გახდა

შირნაქში სამი ჯარისკაცი შეჰიდი გახდა

705302
შირნაქში სამი ჯარისკაცი შეჰიდი გახდა

თურქეთში, შირნაქის ოლქში სეპარატისტული ტერ ორგანიზაცია პკკ-სა წინააღმდეგ წარმოებული ოპერაციის დროს სამი თურქი ჯარისკაცი შეჰიდი გახდა, ხუთი კი დაშავდა. რეგიონიდან მიღებული ინფორმაციით, ოპერაციის დროს ტერორისტებმა წინასწარ დანაღმული ბომბი ააფეთქეს, რის შედეგადაც სამი სამხედო დაიღუპა. ტერ ორგანიზაცია პკკ-ს წინააღმდეგ ოპერაციები ქვეყნის მასშტაბით გრძელდება. სამართალდამცველების მიერ ქალაქ ედირნეში ჩატარებული ოპერაციის შედეგად სირიელ მიგრანტებში გარეული სამი  პკკ-ს წევრი იქნა დაკავებული, ხოლო რეგიონში მიმდინარე ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად ხუთი ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული.    მეორეს მხრივ თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა, ერაყის ჩრდილოეთით პკკ-ს სამიზნეების მიმართ ოპერაცია განახორციელა რა, პირველადი მონაცემებით ოთხი ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული და ასევე მათი მრავალი თავშესაფრებიც გაანადგურეს.


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #შირქი , #შეჰიდი , #ედირნე

მსგავსი ინფორმაციები