იბრაჰიმ ქალინის სტატია გაზეთ DailySabah-ში

იბრაჰიმ ქალინის სტატია გაზეთ DailySabah-ში

705555
იბრაჰიმ ქალინის სტატია გაზეთ DailySabah-ში

თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაჰიმ ქალინმა, გაზეთ DailySabah-ის 04.04.2017 თარიღში გამოქვეყნებულ სტატიაში პრეზიდენტ ერდოღანის მხრიდან  ქალაქ დიარბაქირში ჩატარებული მიტინგი შეაფასა.  ქალინმა განაცხადა, რომ ერდოღანის სამხრეთ აღმოსავლეთ ანატოლიაში ჩასვლა და მოსახლეობასთან შეხვედრა 16 აპრილის რეფერენდუმზე უფრო მეტია. მისივე თქმით რეგიონის მოსახლეობის ცხოვრების სტანდარტების ასამაღლებლად როგორც სოფლებში, ასევე ქალაქებში მილიონობით დოლარის ინვესტიციები ხორციელდება. ქალინმა სტატიაში ასევე სეპარატისტული ტერ ორგანიზაცია პკკ-ს მხრიდან რეგიონის მოსახლეობაზე განხორციელებულ ზეწოლებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ პკკ მხოლოდ თურქეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ კი არ იბრძვის, არამედ იმ ადამიანების წინააღმდეგაც გამოდის, რომლებიც მათი იდეოლოგიას არ ეთანხმებიან. მან პრეზიდენტ ერდოღანის პკკ-ს მიმართ არსებულ შეხედულებებზეც ისაუბრა და განაცხადა: „პრეზიდენტი ერდოღანი აცხადებს, რომ ნებისმიერი სახის ტერორისტული  დაჯგუფებას, რომელიც იარაღით იბრძვის, იარაღითვე უნდა გაეცეს პასუხი, ხოლო იმ ზოგიერთ პოლიტიკოსს,  რომელიც პკკ-ს სახელით საუბრობს და თითქოს რეგიონის ქურთული მოსახლეობის  უფლებებს იცავს, მას ემიჯნება.  პრეზიდენტის პრესსპიკერმა სტატიაში ასევე ტერორისტების მხარდამჭერ ქვეყნებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა რომ: „ევროპაში და სირიაში ტერ ორგანიზაცია პკკ-სა და მის  განშტოებებზე დახმარების გაწევა, რეგიონში მშვიდობის დამყარებას ძალიან დიდ ზიანს აყენებს.“



მსგავსი ინფორმაციები