პრემიერი კაისერში იმყოფებოდა

მან კიდევ ერთხელ გააკრიტიკა დასავლეთი

704260
პრემიერი კაისერში იმყოფებოდა

ცენტრალური ანატოლიის ქალაქ კაისერში მყოფი პრემიერი ვახშამზე შეხვდა ადგილობრივი მასმედიის, არასამთავროებისა და ინტელიგენციის წარმომადგენლებს და მათთან საუბარში თქვა, რომ ევროპის ქვეყნები FETÖ-ს და PKK-ს ტერორისტებს მფარველობენ, ხოლო მათ საწინააღმდეგოდ თურქეთს მტრად იხდიან, ამიტომაც 16 აპრილის რეფერენდუმში იმათ მხარეზე დგანან, რომლებიც საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგნი არიან და აქედან გამომდინარე ყველაფერს აკეთებენ, რათა რეფერენდუმზე უარის მთქმელებმა გაიმარჯვონ.

“დღეს ერთი მაგიდის გარშემო არიან შეკრებილნი ისეთი ტერ ორგანიზაციები, როგორებიც არიან FETÖ, PKK და DEAŞ-ი და მათ მხარს უჭერენ ზოგიერთი ევროპული ქვეყნებიც რა, რეფერენდუმზე უარის მთქმელების კამპანიას უჭერენ მხარს. ჩვენ ვერ გაგვიგია ევროპელების ეს პოზიცია, რა უნდათ ვერ გავიგეთ, რატომ აინტერესებთ მათ თურქეთის საკონსტიტუციო ცვლილებები, ესეც ვერ გაგვიგია და რატომ დგანან მოკავშირე და პარტნიორი თურქეთის მაგივრად ტერორისტების მხარეზე, ესეც ვერ გაგვიგია“, განაცხადა პრემიერმა და დაამატა, რომ ამას ერთადერთი ახსნა-განმარტება და პასუხის გააჩნია, ევროპას არ უნდა თურქეთის ზრდა და განვითარება რა, მის შესაფერხებლად ყველაფერს და ყველ ძალას იყენებს.

ამის დასტურად ილდირიმს მრავალი ევროპული ქალაქების ქუჩები მოჰყავს, სადაც ქურთი სეპარატისტები თავისუფლად დაჯირითობენ, ხშირად ანტი თურქულ გამოსვლებსაც აწყობენ, როცა თურქ მინისტრებს და პარლამენტარებს არც ამ ქვეყნებში შესვლის ნებართვას აძლევენ, არც მათ თურქულ დიასპორასთან შეხვედრას, რითაც კიდევ ერთხელ აშკარად უჩვენებენ ანკარას თავიანთ ორპირულ ნამდვილ სახეს.

მანვე ხაზი გაუსვა რა თურქეთის სტრატეგიულ და გეოგრაფიულ მნიშვნელობას, თქვა: “ანატოლია დედამიწის ის კუთხეა, რომელიც ხშირად ცვლის და გეზს აძლევს მსოფლიოს განვითარებას, ყველა დიდი ისტორიული მოვლენაც სწორედ ამ რეგიონში ხდება, ამიტომაც ჩვენს სახელმწიფოს ყოველთვის მტკიცე ფეხზე დგომა მართებს, რადგან ირგვლივაც და მთელს მსოფლიოშიც ძალიან ბევრი არა კეთილმოსურნე ჰყავს. ახალი საკონსტიტუციო ცვლილება თურქეთს კიდევ უფრო გააძლიერებს დემოკრატიულადაც და ეკონომიკურადაც, აი სწორედ ეს არ უნდა დასავლეთს და ამიტომ ტერორისტების გამოყენებით  სურთ თურქეთის წინსვლის შეფერხება“   



მსგავსი ინფორმაციები