ერდოღანის მესიჯი კოლუმბიას

ერდოღანის მესიჯი კოლუმბიას

704479
ერდოღანის  მესიჯი კოლუმბიას

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კოლუმბიაში მომხდარი წყალდიდობის შესახებ მესიჯი გაავრცელა და აღნიშნა, რომ თურქეთი მათ დასახმარებლად ყველაფერს გააკეთებს. ერდოღანმა მესიჯი კოლუმბიის პრეზიდენტ ხუან მანუელ სანტოს გაუგზავნა. „კოლუმბიელი ხალხის ტკივილს ვიზიარებთ. ამ უბედური შემთხვევის შედეგად ქვეყანაში მიყენებულ ზარალის აღმოსაფხვრელად ყოველგვარი დახმარებისათვის მზად ვართ. უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპულებს ჩემი და მთელი თურქი ხალხის სახელით სამძიმარს ვუცხადებ, დაშავებულებს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ,“ ნათქვამია ერდოღანის განცხადებაში.  კოლუმბიაში წყალდიდობის შედეგად ბოლო მონაცემებით 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.



მსგავსი ინფორმაციები