ეროვნული უშიშროების საბჭომ საგანგებო მდგომარეობის ვადასთან დაკავშირებით რეკომენდაცია არ გასცა

უშიშროების საბჭომ საგანგებო მდგომარეობის ვადასთან დაკავშირებით რომელიც 19 აპრილს იწურება, რეკომენდაცია არ გასცა.

701963
ეროვნული უშიშროების საბჭომ საგანგებო მდგომარეობის ვადასთან დაკავშირებით რეკომენდაცია არ გასცა

ეროვნული უშიშროების საბჭომ საგანგებო მდგომარეობის ვადასთან დაკავშირებით რეკომენდაცია არ გასცა.

პრეზიდენტ რეჯებ თაიპ ერდოღანის თავმჯდომარეობით შეკრებილმა უშიშროების საბჭომ საგანგებო მდგომარეობის ვადასთან დაკავშირებით რომელიც 19 აპრილს იწურება, რეკომენდაცია არ გასცა.

ფეტულაჰის ტერორგანიზაცია პარალელური სახელმწიფო სტრუქტურის (FETÖ/PDY)-ს 15 ივლისის გადატრიალების მცდელობის შემდეგ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ვადა ოქტომბერსა და იანვარში გაგრძელდა.

შეკრების შემდეგ გაკეთებულ წერილობით განცხადებაში წინა პლანზე ევროპასთან ურთიერთობებმა და ტერორთან ბრძოლამ წამოიწია.

განცხადებაში ნათქვამია: "შეფასებული იქნა ბოლო დღეებში თურქი პოლიტიკოსებისა და სახელმწიფო მოღვაწეების წინააღმდეგ ევროპის ზოგიერთი ქვეყნის მთავრობის მიერ გამომჟღავნებული საერთაშორისო სამართლის და დიპლომატიური წესების საწინააღმდეგო პოზიცია და ანტიისლამური რასისტული ქმედებები. განხილული იქნა ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლი ჩვენი მოქალაქეების უფლებების სამართლის დაცვის საკითხზე გასატარებელი ზომები... აღინიშნა რომ ჩვენი ქვეყნის საზღვრის უსაფრთხოების დასაცავად, ტერორგანიზაცია deaş-ის ჩვენი ქვეყნის მიმართ საფრთხისა და თავდასხმების აღსაკვეთად, ჩვენი სირიელი ძმების თავიანთ ქვეყანაში დაბრუნების უზრუნველსაყოფად და ოპერაცია ევფრატის ფარი რეგიონში მშვიდობიანად ცხოვრებისათვის წარმოებული ოპერაცია წარმატებებით დასრულდა."

16 აპრილის რეფერენდუმის უსაფრთხოება უშიშროების საბჭოს დღის წესრიგის ერთ-ერთი საკითხი გახლდათ.


საკვანძო სიტყვები: #უშიშროების საბჭო

მსგავსი ინფორმაციები