ქაჰრამანმარაშში არალეგალები დააკავეს

მათ მიმართ სამართლებრივი პროცედურები გრძელდება

699561
ქაჰრამანმარაშში არალეგალები დააკავეს

თურქეთის ქალაქ ქაჰრამანმარაშში საპატრულო პოლიციის მიერ გაჩერებულ ავტობუსში 63 არალეგალი მიგრანტი დააკავეს. პოლიციის მიერ კონტროლის მიზნით გაჩერებულ ავტობუსში 50 ავღანელი, 8 პაკისტანელი და 5 მიანმარელი (ბირმა) არალეგალი დააკავეს, რომლებიც ქვეყანაში არალეგალური გზით იყვნენ შემოსულნი. საკონტროლო ოპერაციის დროს ასევე ავტობუსის ორი მძღოლი და გამცილებელიც იქნა დაკავებული. ირანიდან არალეგალური გზით თურქეთში შემოსული მიგრანტები დაკავების შემდეგ რეგიონის პოლიციის უცხოელთა განყოფილებაში იქნენ გადაყვანილი, სადაც მათ მიმართ სამართლებრივი პროცედურები გრძელდება.



მსგავსი ინფორმაციები