აქტუალური თემის ანალიზი 12

ნატოს პარლამენტთა შორისო ასამბლეა

698580
აქტუალური თემის ანალიზი 12

 

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თურქული დელეგაციის ხელმძღვანელმა ოსმან აშქინ ბაქმა თურქეთ ჰოლანდიას შორის წარმოქმნილი უსიამოვნების შეფასებისას განაცხადა, რომ როგორც ნატოს მოკავშირისგან, ნიდერლანდების მთავრობისგან,  ალიანსის წევრის შესაბამის მოქმედებას ელიან. “ჰოლანდიის ხელისუფლებამ, სჯობს იმ ღირებულებებს, რომლებსაც სხვა ქვეყნების მიმართ ხელკეტად იყენებს, ჯერ თვითონ სცეს პატივი და ამ დროს მოეშვას და ამავე დროს უარი თქვას როგორც ორმაგ სტანდარტებზე, ასევე ფარისევლურ მიდგომებზე“. ბაქმა წერილობით გავრცელებულ განცხადებაში, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუტ ჩავუშოღლუს 11 მარტს ნიდერლანდებში დაგეგმილი ვიზიტისა და იქაურ თურქულ დიასპორასთან შეხვედრის ჰოლანდიის მთავრობის მხრიდან ხელოვნურად აკრძალვის დადგენილება მკაცრად დაგმო და გააკრიტიკა

ამავე წერილში ბაქი ეხება თურქეთის საოჯახო და სოციალური პოლიტიკის მინისტრის, ფატმა ბეთულ საიან ქაიას მიმართ იმავე ჰოლანდიაში განხორციელებულ არა დიპლომატიურ ქმედებას და ხაზს უსვამს, რომ ასეთი არა ადამიანური ქმედება მიუღებელია. “ასეთი ქმედება პირდაპირი შეურაცხყოფაა და დამცირებაა არა მხოლოდ ქალი მინისტრისათვის, არამედ მთელი თურქი ხალხის ნების წარმომადგენლისათვის, თურქი ერისათვის და თურქეთის სახელმწიფოსათვის, ხოლო ამის პარალელურად ეს არის ჰოლანდიელი მაღალჩინოსნების მხრიდან საკაცობრიო ღირებულებებისადმი გამოჩენილი დიდი უდიერება და უპატივისმცემლობა“, ხაზს უსვამ თურქი დიპლომატი და ამატებს, რომ ჰოლანდიაში აკრედიტირებულ თურქ დიპლომატებზე და ადგილობრივ თურქ მოქალაქეებზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობა ეწინააღმდეგება დიპლომატიურ და დემოკრატიულ ღირებულებებსაც, რის გამოც როგორც ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თურქული დელეგაციის ხელმძღვანელი, მკაცრად გმობს ასეთ ქმედებებს

ბაქი ასევე აღნიშნავს, რომ ჰოლანდიას, ნატოს ერთ ერთ დამფუძნებელ თურქეთთან, 400 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობები აქვს და ამიტომ მას არ ეკადრებოდა თურქი მინისტრების მიმართ ასეთი უხეში ქმედებები, რითაც მან დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ 1961 წელს ხელმოწერილი ვენის შეთანხმება და საკონსულო ურთიერთობების შესახებ 1963 წელს  ხელმოწერილი ვენის შეთანხმება დაარღვია.

გარდა ამისა, ჰოლანდიის მთავრობამ ამ ქვეყანაში მცხოვრები თურქული საზოგადოების მშვიდობიანი შეკრების უფლებაც ხელყო რა, არაპროპორციული ძალის გამოყენებით დაშალა მათი მხრიდან ორგანიზებული მშვიდობიანი აქცია და ამ დროს ძაღლებისა და ცხენების გამოყენებასაც არ მოერიდა, ასე რომ, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს წევრმა ჰოლანდიამ უგულებელყო  წმინდა ადამიანური უფლებები, რითაც საერთაშორისო სამართლის კანონებიც დაარღვია

ბაქის განცხადებითვე ჰოლანდიელმა სამართლდამცავებმა ჟურნალისტებიც არ დაინდეს და მათ წინააღმდეგაც ძალა გამოიყენეს

“ნიდერლანდების ხელისუფლების ეს დამოკიდებულება შეიძლება ითქვას, რომ პირდაპირი თავდასხმა იყო თურქული საზოგადოების დემოკრატიულ უფლებებზე და ღირსებაზე. მათი ქმედება თურქ მინისტრებზე, დიპლომატიურ კორპუსზე, მას-მედიის წარმომადგენლებზე  და ადგილობრივ თურქ სამოქალაქო პირებზე, დიდ საშიშროებას უქმნის თვით დასავლურ ღირებულებებს, თავისუფლებას, სამართალს და დემოკრატიას. ამიტომაც, თუ ევროკავშირი მკაცრად არ დაგმობს ჰოლანდიის ამ ქმედებას და პირიქით, მის გვერდით დადგება, მაშინ, ამით ბრიუსელის ისედაც შელახული ღირსება და პატივი კიდევ უფრო დიდად შეილახება, რაც ხელს შეუწყობს კონტინენტზე ანტი თურქული განწყობისა და ისლამოფობიის გავრცელებას. “ამ ქმედებით კარგად ჩანს ისიც, რომ პირველი და მეორე მსოფლიო ომებში მილიონობით ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის მიუხედავად ევროპამ ეს მწარე გამოცდილება ვერ გაითავისა, პირიქით, ამ ბოლო წლებში ფაშისტურმა და ნეონაცისტურმა გამოსვლებმა თითქმის ყველა ევროპულ სახელმწიფოში მოიმატა, რაც დღითიდღე ზრდის არსებულ საშიშროებას 

აი აქედან გამომდინარე, ნიდერლანდების დემოკრატიას, ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დაუცველობას, შეუთავსებელ ფაშისტური მიდგომას და უდიერ მოპყრობას, მე კიდევ ერთხელ ვგმობ და ამიტომ ამ ქვეყნისგან, როგორც თურქეთის მოკავშირეს ნატოში, ალიანსის წევრის შესაბამის მოქმედებას ველი და ვითხოვ, რომ მათ უარი თქვან ორმაგ სტანდარტებზე და ფარისევლურ მიდგომებზე“, წერს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თურქული დელეგაციის ხელმძღვანელი ოსმან აშქინ ბაქი



მსგავსი ინფორმაციები