ევროპარლამენტში “Daily Sabah“-ის გავრცელება აკრძალეს

ამ გადაწყვეტილებას მკაცრი რეაქცია მოჰყვა ანკარიდან

698635
ევროპარლამენტში “Daily Sabah“-ის გავრცელება აკრძალეს
bozdağ.jpg

ევროპარლამენტში თურქული გაზეთის “Daily Sabah“-ის გავრცელების აკრძალვას მკაცრი უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა ანკარიდან. ვიცეპრემიერ ნუმან კურთულმუშის თქმით, ასეთი ცალმხრივი გადაწყვეტილების გამოტანა წყალს ასხამს ნეო ფაშისტების და ნეონაცისტების წისქვილზე.

“მათ არ სურთ იმ თურქული გაზეთის გავრცელება, რომელიც თურქეთის ხმას წარმოადგენს დასავლეთში, ასეთი რამ ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. ეს ინგლისურენოვანი თურქული გაზეთი მთელ მსოფლიოს აუწყებს თურქეთში მომხდარ მოვლენებს და მისი გავრცელების აკრძალვა ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებსაც და ადამიანის თავისუფლებასაც“, განაცხადა კურთულმუშმა

თურქეთის იუსტიციის მინისტრმა ბექირ ბოზდაღმა კი სოციალურ ქსელით გავრცელებულ მესიჯში აღნიშნა: “ევროპის პარლამენტის პრეზიდენტის ეს უსამართლო გადაწყვეტილება და ფაშისტური ქმედება პრესისა და სიტყვის გამოხატვის თავისუფლებას ეწინააღმდეგება და ამასთან აბათილებს ევროკავშირის დემოკრატიულ ღირებულებებს. ეს გადაწყვეტილება აჩვენებს ევროპარლამენტის მახინჯ სახეს და მე ვგმობ ამ მახინჯ სახეს. მე ევროპარლამენტს პრესისა და სიტყვის გამოხატვის თავისუფლების პატივისცემისკენ მოვუწოდებ“, ხაზგასმულია მინისტრის მესიჯში


 



მსგავსი ინფორმაციები