თურქეთმა ლონდონში მომხდარი ტერაქტი დაგმო

თურქეთმა ლონდონში მომხდარი ტერაქტი დაგმო

697277
თურქეთმა ლონდონში მომხდარი ტერაქტი დაგმო

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ინგლისის დედაქალაქ ლონდონში მომხდარი ტერაქტი მკაცრად დაგმო. მან დაგმობის მესიჯი სოციალურ ქსელ Twitter-ის მეშვეობით თურქულ და ინგლისურ ენებზე გაავრცელა. „თურქეთის სახელით ინგლისის მწუხარებას ვიზიარებთ. ამ შემზარავი ინციდენტის შედეგად დაღუპულების ახლობლებს და მეგობარ გაერთიანებული სამეფოს ხალხს ვუსამძიმრებთ. ასევე დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. თურქეთი გლობალური მშვიდობის მუქარის ქვეშ მყოფ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მეგობარი ინგლისის გვერდითაა,“ ნათქვამია ერდოღანის მესიჯში. ამ ფაქტს პრემიერი ბინალი ილდირიმიც გამოეხმაურა და თავის ინგლისელ კოლეგას სამძიმრის მესიჯი გაუგზავნა, რომელშიც ნათქვამია: „ლონდონში მომხდარი ტერაქტის გამო ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ და თქვენს ტკივილს ვიზიარებთ. ეს თავდასხმა კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივი მოქმედებაა საჭირო.“ ლონდონში მომხდარ ტერაქტს  თურქეთის ევროინტეგრაციის მინისტრი ომერ ჩელიქიც სოციალური ქსელით გამოეხმაურა.  „ინგლისში მომხდარ ტერაქტს მკაცრად ვგმობთ. ინგლისის ევროინტეგრაციის მინისტრ ალან დანკანის თანადგომის მესიჯი გავუგზავნე. ტერორი ყველა ქვეყნის ერთობლივი საფრთხეა. ტერ ორგანიზაციების წინააღმდეგ ბრძოლა განურჩევლად უნდა განხორციელდეს,“ ნათქვამია ჩელიქის განცხადებაში. გუშინდელ ფაქტს პრეზიდენტის პრესსპიკერი იბრაჰიმ ქალინიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თურქეთი ნებისმიერი სახის ტერორის წინააღმდეგ ინგლისის გვერდითაა. ლონდონში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით  თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ საერთაშირისო ბრძოლაა აუცილებელი რა, ამისათვის თურქეთი საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად მოქმედებისთვის ყოველთვის მზადაა.  



მსგავსი ინფორმაციები