ნუმან ქურთულმუშმა ნორვეგიის გადაწყვეტილება დაგმო

ნუმან ქურთულმუშმა ნორვეგიის გადაწყვეტილება დაგმო

696676
ნუმან ქურთულმუშმა ნორვეგიის გადაწყვეტილება დაგმო

ნორვეგიამ, თურქეთის მოქალაქეების, ერთი სამხედროსა და ხუთი სამხედრო ატაშეს, რომლებსაც ბრალად ედებათ 15 ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობაში, მათი თავშესაფრის მოთხოვნა დააკმაყოფილა. ნორვეგიის ასეთ გადაწყვეტილებას  თურქეთის ვიცეპრემიერი ნუმან ქურთულმუში გამოეხმაურა და ეს ფაქტი მკაცრად დაგმო. ქურთულმუშმა საინფორმაციო სააგენტო ანადოლუ აჟანსთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ  ფეტულაჰის ტერორისტული ორგანიზაციის მხრიდან (FETÖ) 15 ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, ნორვეგიისგან აღნიშნული პირების ექსტრადაცია მოითხოვეს. „ეს უკვე ნათელია, რომ FETÖ-ს ბანდიტური მაფიის მხარდაჭერაა, რომელიც ჩვენთვის მიუღებელია. მსგავსად მოქმედებენ ასევე სხვა ევროპული ქვეყნებიც, რომლებთანაც ჩვენ მეგობრული ურთიერთობა გაგვაჩნია და სწორედ ამის საფუძველზე უნდა მოახდინონ მათი ექსტრადაცია. ნებისმიერი სახის გადატრიალების მცდელობა ნორვეგიაში რომ მოხდეს და ბრალდებულებმა თურქეთს შეაფარონ თავი, ჩვენგან როგორ მოქმედებასაც მოითხოვენ, ანალოგიური ნაბიჯების გადადგმას ვითხოვთ ჩვენც,“ აღნიშნა ნუმან ქურთულმუშმა.



მსგავსი ინფორმაციები