ჰათაიში შეჰიდი გახდა 1 ჯარისკაცი
იგი დაიღუპა პკკ-ელი სნაიპერის სირიის ტერიტორიიდან სროლის შედეგად
696675
თურქეთის გენშტაბის პრეს სამსახურის ცნობით, დღეს დილის საათებში, ჰათაის ოლქის, რეიჰანლის რაიონის სოფელ ბუქულმეზში, სირიის მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად საგუშაგოზე მორიგე 1 ჯარისკაცი დაიღუპა და დადგინდა, რომ ეს ცეცხლი ქურთული ტერ ორგანიზაცია პკკ-ას წევრმა სნაიპერმა გახსნა. ამის საპასუხოდ თურქულმა მხარემ, საერთაშორისო კანონმდებლობის ფარგლებში, მასიური ცეცხლი გაუხსნა მოწინააღმდეგე მხარეს და საკადრისი პასუხით ადგილზევე ლიკვიდაცია გაუკეთა თავდამსხმელს