იზმირში არალეგალები დააკავეს

ისინი საბერძნეთის კუნძულ საქიზზე აპირებდნენ გადასვლას

694917
იზმირში არალეგალები დააკავეს

იზმირის სანაპირო დაცვის სამსახური იტყობინება, რომ საბერძნეთში უკანონოდ გადასვლის მცდელობისას ჩეშმეს რაიონში  104 უცხოელი მოქალაქე დააკავეს და მათგან 47 სირიელია, დანარჩენები კი სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს წარმოადგენენ. ისინი გასაბერი ნავით ცდილობდნენ საბერძნეთის კუთვნილ კუნძულ საქიზზე გადასვლას.

ამავე ცნობით, დაკავებული არალეგალები ჯერ ჩეშმეს პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს და აქ საჭირო პროცედურების დასრულების შემდეგ, ისინი იზმირის ოლქის საემიგრაციო ადმინისტრაციაში გადაიყვანეს   



მსგავსი ინფორმაციები