ჩანაქკალეს ხიდს ხვალ ჩაეყრება საძირკველი

იგი ექსპლოატაციაში 2023 წელს გადაეცემა

693916
ჩანაქკალეს ხიდს ხვალ ჩაეყრება საძირკველი

 

 

ხვალ, ჩანაქკალეში გამარჯვების 102-ე წლისთავზე, ამავე სახელწოდების ქალაქში საზეიმო ცერემონიით ჩაეყრება საძირკველი 1915 წლის გამარჯვების სახელობის ხიდს და ეს იქნება თურქეთში რიგით მეხუთე ხიდი, რომელიც აზიას ევროპასთან ამჯერად დარდანელის სრუტით დააკავშირებს.

ცერემონიაში პრეზიდენტ ერდოღანთან ერთად პრემიერმინისტრი ბინალი ილდირიმი და რამდენიმე მინისტრიც მიიღებს მონაწილეობას.

ეს ხიდი გაიდება აზიაში ჩანაქკალეს ოლქის ლაფსეკის რაიონის სოფელ შექერქაიადან ევროპულ ნაწილში მდებარე გალიპოლის ნახევარკუნძულის სუთლუჯას შორის და მასზე ავტომაგისტრალი გაივლის რა, ეს გახდება დარდანელის სრუტეზე გადებული პირველი ხიდი, რომელიც ამავე დროს მსოფლიოში ყველაზე გრძელი დაკიდული ხიდიც იქნება.

მისი მშენებლობა 10 მილიარდამდე ლირა დაჯდება და ექსპლოატაციაში 2023 წლის 29 ოქტომბერს, ე.ი. თურქეთის რესპუბლიკის შექმნის მე-100 წლისთავზე მოხდება  



მსგავსი ინფორმაციები