ფატმა ბეთულ საიან ქაია გაეროში სიტყვით გამოვიდა

ფატმა ბეთულ საიან ქაია გაეროში სიტყვით გამოვიდა

692609
ფატმა ბეთულ საიან ქაია გაეროში სიტყვით გამოვიდა

თურქეთის საოჯახო და სოციალური პოლიტიკის მინისტრი ფატმა ბეთულ საიან ქაია გაეროს გენერალური ასამბლეის „ქალთა სტატუსის კომისიის“ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა და ნიდერლანდების რასისტული და  ფაშისტური დამოკიდებულების შესახებ ისაუბრა. „ნიდერლანდებმა დიპლომატიური ხელშეუხებლობის დარღვევით  ქალ მინისტრს გამოხატვის და გადაადგილების თავისუფლება შეუზღუდა, რაც ევროკავშირის და გეროს შეთანხმებას ეწინააღმდეგება, ამიტომ მსოფლიო ამ დარღვევებზე არ უნდა გაჩუმდეს. ავტომობილი, რომლითაც მე გადავადგილდებოდი, სპეცრაზმმა ალყაში მოაქცია და მათ სროლის ბრძანებაც კი მისცეს. ჩემს დასახვედრად მოსულ ეთნიკურ თურქებს  ძაღლებით და ცხენებით დაესხნენ თავს. ჩემი ქვეყნის და ყველა ქალის სახელით ამ რასისტულ და ფაშისტურ ქმედებებს ვგმობ,“ განაცხადა თურქმა მინისტრმა. ფატმა ბეთულ საიან ქაიამ  გაეროში სიტყვით გამოსვლისას ასევე დემოკრატიაზე, ქალთა უფლებებზე და თავისუფლებაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა: „ნიდერლანდებმა დემოკრატიის ღირებულებების დარღვევით თურქეთის რესპუბლიკის ქალ მინისტრს თავისი ქვეყნის საკონსულოში შესვლის უფლება არ მისცეს. მათ ასეთი ქმედებით სიტყვის გამოხატვის, შეკრების და გადაადგილების თავისუფლების უფლება ყველაზე მკაცრი მეთოდით დაარღვიეს. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ 2017 წელში ვცხოვრობთ, ევროპის ცენტრში ქალთა უფლებები სერიოზულად ირღვევა.“



მსგავსი ინფორმაციები