ერდოღანი მედიცინის მუშაკებს შეხვდა

თურქეთის პრეზიდენტი რ. თ. ერდოღანი 14 მარტის მედიცინის მუშაკთა დღესთან დაკავშირებით სექტორის წარმომადგენლებს პრეზიდენტის სასახლეში შეხვდა

691394
ერდოღანი მედიცინის მუშაკებს შეხვდა

თურქეთის პრეზიდენტი რ. თ. ერდოღანი 14 მარტის მედიცინის მუშაკთა დღესთან დაკავშირებით სექტორის წარმომადგენლებს პრეზიდენტის სასახლეში შეხვდა.

ერდოღანმა მედიცინის მუშაკებს ეს დღე მიულოცა და განაცხადა, რომ კარგად იცის ერთგული ჯანდაცვის ორგანიზაციები ტერორის რეგიონებში როგორ იბრძვიან. მისი თქმით, ომშიც კი მედიცინის მუშაკებს ცეცხლს არ უხსნიან და დაამატა: „თუ ჰოლანდიელივით იქნება, შესაძლოა გაუხსნას, ესეც ვთქვათ. ჩვენ ჰოლანდიასა და ჰოლანდიელებს სრებრენიცას მასიური მკვლელობებიდან ვიცნობთ. 8 ათასი ბოსნიელის ამოხოცვით (1991-1995) ვიცით რამდენად გაფუჭებულია მათი ხასიათი. ეს ჩვენ კარგად ვიცით. ნურავინ ჩაგვიტარებს ცივილიზაციის გაკვეთილებს. ამ ერს შუბლი თეთრი, მათ კი შავი აქვთ.“  

პრეზიდენტის თქმით, ევროპის ზოგიერთი ქვეყანა რასისტული და ფაშისტური პარტიების სათამაშოდ იქცა და ევროპაში ზრდადი რასიზმის წინააღმდეგ მოსაუბრე მხარეებს ყველა შესაძლებლობის დროს აფრთხილებენ და ამ ზრდით ყველაზე მეტად ისევ ევროპა დაზარალდება.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ შაბათს ჰოლანდიაში, ქალაქ როტერდამში რაც მოხდა ეს არა მხოლოდ თურქი მინისტრის, არამედ მთელი საერთაშორისო დიპლომატიის წინააღმდეგ მოხდა და ვენის ხელშეკრულება და ევროკავშირის კრიტერიუმები ჰოლანდიის ხელისუფლებამ ფეხქვეშ გათელა.

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყნებმა ვინც ჰოლანდიის მხარე დაიკავა, პატივისცემა დაკარგა და დაამატა: „გერმანიის კანცლერი ამბობს, რომ ის ჰოლანდიის გვერდითაა. ისედაც ვიცით, რომ შენ მისგან არაფრით განსხვავდები, სხვას მაინც არ ველოდით.“

ერდოღანმა ჰოლანდიაში ხვალ გასამართ არჩევნებზეც ისაუბრა და ამ ქვეყანაში მცხოვრებ თურქ მოქალაქეებსა და მუსლიმებს მოუწოდა ხელისუფლებაში მყოფებს და რასისტებს ხმა არ მისცენ.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჰოლანდიელებიც მიხვდებიან თურქი ერი რამდენად დიდია, ბოდიშიც რომ მოიხადოს ჰოლანდიამ ეს საკითხი არ დაიხურება და სამართლის პრინციპების ჩარჩოებში საჭირო პროცედურები ჩატარდება.

„ჩვენ ჩადენილზე პასუხს კანონით, დიპლომატიით მოვთხოვთ. ყველა პლატფორმის გამოყენებით ქსენოფობიასა და ისლამოფობიასთან ბრძოლას გავააქტიურებთ“-აღნიშნა ერდოღანმა.

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიის ხელისუფლებამ შაბათს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუდ ჩავუშოღლუს თვითმფრინავს დაშვებაზე ნებართვა არ მისცა, ოჯახისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრი ფატმა ბეტულ საიან ქაია კი როტერდამში თურქეთის გენერალურ საკონსულოში არ შეუშვა.



მსგავსი ინფორმაციები