ანკარამ სანქციები დაუწესა ჰოლანდიას
შვებულებაში მყოფი ჰოლანდიის ელჩი თურქეთში ვეღარ შემოვა
პრემიერ ბინალი ილდირიმის ხელმძღვანელობით თურქეთის მინისტრთა საბჭოს ტრადიციული შეკრება გუშინ, ანკარის ჩანქაიას რეზიდენციაში გაიმართა, რის დასრულების შემდეგ პრესისათვის განცხადება გაავრცელა ვიცეპრემიერმა და მთავრობის პრეს წარმომადგენელმა ნუმან კურთულმუშმა და თქვა, რომ თურქი მინისტრებისადმი გამოჩენილი არა დიპლომატიური ქმედებების გამო ჰოლანდიას ჯერ ჯერობით 4 სანქცია დაუწესეს და მათ შორის ყველაზე მთავარია სამთავრობო ურთიერთობების დროებით შეჩერება.
“სანამ ჰოლანდია თავის შეცდომებს არ გამოასწორებს, ჩვენი სანქციები გაგრძელდება და არავითარი უმაღლესი დონის შეხვედრები არ გაიმართება მათ მაღალჩინოსნებთან“, აღნიშნა კურთულმუშმა და დაამატა, რომ შვებულებაში მყოფ ჰოლანდიის ელჩს ანკარაში თურქეთში შემოსვლის ნებართვას არ მისცემენ, ხოლო ამის პარალელურად 2016 წლის 27 დეკემბერს გაცემულ დიპლომატიური ფრენის ლიცენზიასაც გადაავადებენ.
“რაც შეეხება მეოთხე სანქციას, თურქეთის დიდ ეროვნულ მეჯლისში მოქმედ ორი ქვეყნის პარლამენტთა შორისო მეგობრობის ჯგუფსაც დაშლიან, რისთვისაც გენერალურ სესიაზე სპეციალურ დადგენილებას გამოიტანენ“, განაცხადა ვიცე-პრემიერმა და ხაზი გაუსვა, რომ ეს სანქციები არავითარ შემთხვევაში არ განხორციელდება ჰოლანდიელ ხალხზე და საერთოდ, ყველაფერს გააკეთებენ, რათა თურქები და ჰოლანდიელები ერთმანეთის პირისპირ არ დადგნენ.
კურთულმუშის თქმითვე ჰოლანდიაში 460 ათასი თურქი ცხოვრობს და ყველანაირად შეეცდებიან მათი უფლებების დარღვევის აღკვეთას
მსგავსი ინფორმაციები
ნორვეგიამ თურქეთის მიმართა თავდაცვის ინდუსტრიის შეზღუდვები გააუქმა
ნორვეგიამ თურქეთის მიმართა თავდაცვის ინდუსტრიის შეზღუდვები გააუქმა