თურქეთმა ჰოლანდიას 2 ნოტა გადასცა
ორივე ნოტა ჰოლანდიის დესპანს დღეს დილით გადაეცა

თურქეთმა ჰოლანდიას ორი ცალკე ნოტა გადასცა თურქი მინისტრების ჰოლანდიის დიასპორასთან შეხვედრისადმი შექმნილი ხელოვნური დაბრკოლებებისა და ცუდი მოპყრობის გამო.
ჰოლანდიის ანკარის საელჩოს დესპანი დღეს დილით მესამედ დაიბარეს თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში და პირველი ნოტა გადასცეს თურქეთის ოჯახისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრის,ფატმა ბეტულ ქაიას მიმართ ჰოლანდიის უფლებამოსილების მხრიდან განხორციელებული არა დიპლომატიურიქმედებების გამო, რითაც ამ ქვეყანამ დაარღვია ვენის ხელშეკრულება.
ამ ნოტაში ანკარა თურქი მინისტრებისა და მოქალაქეებისადმი უდიერი მოპყრობის მოკვლევას, დამნაშავეების დასჯას და შედეგების თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის შეტყობინებას ითხოვს.
მეორე ნოტა ჰოლანდიას გადაეცა ქალაქ როტერდამში მოქმედი თურქეთის საკონსულოს წინ შეკრებილი თურქი მოქალაქეებისათვის განხორციელებული მკაცრი მოპყრობის გამო, რადგან, მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ჰოლანდიის პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა, რითაც გადააჭარბა თავის უფლებამოსილებას.
ჰოლანდიის ხელისუფლებამ შაბათს, ჯერ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს თვითმფრინავს ჰოლანდიაში დაჯდომის, ხოლო შემდეგ კი თურქეთის ოჯახისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრის,ფატმა ბეტულ ქაიას როტერდამის საკონსულოში შესვლის უფლება არ მისცა
მსგავსი ინფორმაციები

პრეზიდენტი ერდოღანი ოფიციალური ვიზიტით პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში გაემგზავრა
პრეზიდენტი ერდოღანი ოფიციალური ვიზიტით პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში გაემგზავრა