ჩელიქმაც გააკრიტიკა გერმანია

“გერმანიამ თურქეთთან ახალი ბერლინის კედელი ააშენა“

687451
ჩელიქმაც გააკრიტიკა გერმანია

ევროკავშირის ინტეგრაციის მინისტრმა და მთავარმა მომლაპარაკებელმა ომერ ჩელიქმა ინტერვიუ მისცა თურქულ საინფორმაციო სააგენტო Anadolu Ajansı-ს და შეეხო რა გერმანიის მხრიდან თურქი მინისტრების ამ ქვეყნის დიასპორასთან შეხვედრების ამკრძალავ ხელოვნურ ღონისძიებებს, მკაცრად დაგმო და გააკრიტიკა გერმანიის ხელისუფლება და თქვა, რომ ამით გერმანიამ თურქეთთან ახალი “ბერლინის კედელი ააშენა, რაც დღეს დიდ კრიზისს წარმოადგენს და ანკარა რა თქმა უნდა ამას უპასუხოდ არ დასტოვებს“.  

ჩელიქი შეეხო რა თურქეთის ევროკავშირში სრული გაწევრიანების საკითხსაც, თქვა, რომ მას არა სარკოზის, ლე პენის, ვილდერსის მიერ წარმოსახულ რადიკალისტურ ევროკავშირში, არამედ, პოლიტიკური ღირებულებებით ინტეგრირებული, ადამიანის ძირითადი უფლებების, დემოკრატიისა და თავისუფლებების დამცველი, ორმაგი სტანდარტებისგან იზოლირებული, მშვიდობისა და სტაბილურობის მქონე ევროკავშირში გაწევრიანება სურს



მსგავსი ინფორმაციები