პრემიერმა მუშში გამართა მიტინგი

“ფეტო და პკკ-ა თურქეთის დაქცევას ცდილობენ“

685187
პრემიერმა მუშში გამართა მიტინგი

პრემიერმა ბინალი ილდირიმმა 16 აპრილის საკონსტიტუციო რეფერენდუმის ფარგლებში გუშინ მორიგი მიტინგი ქალაქ მუშში გამართა და შეეხო რა ფეტულაჰის ტერ ორგანიზაციის მუხანათურ ქმედებებს, თქვა, რომ 15 ივლისს მოწყობილი პუტჩის მცდელობით, მათ  ჯერ ერთი როგორც იქნა ნიღბები ჩამოიხსნეს და ხალხს კარგად დაანახვეს  საკუთარი გაიძვერა სახე, ხოლო მეორეს მხრივ FETÖ-ს და PKK-ს მეგობრულ კავშირებსაც ფარდა აეხადა.

“პუტჩის მცდელობის ანალიზმა გვიჩვენა, რომ თურმე ისინი წლების განმავლობაში ერთობლივად მოქმედებდნენ თურქეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ და თურმე ისინი უცხოეთიდან, ერთი საერთო ცენტრიდან იმართებოდნენ. მაგრამ, ჩვენმა ხელისუფლებამ ორივე ორგანიზაციას უდიდესი დარტყმა მიაყენა და შეიძლება ითქვას, რომ ორივეს უკვე ხერხემალი უკვე მოტეხილი აქვს. ჩვენი ქურთი ძმებიც დარწმუნდნენ, რომ ფეტო-ც და პკკ-აც თურქებსა და ქურთებს შორის შუღლის ჩამოგდების გარდა სხვა არაფერს აკეთებენ და მათი უცხოელი მმართველები კი მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე ფიქრობენ. ამ ორ ტერ ორგანიზაციას შორის განსხვავება ის არის, რომ ფეტო ამ გზაზე რელიგიურ გრძნობებს იყენებს, პკკ-ა კი მემარცხენეთა იდეოლოგიას, მაგრამ, ყველა დარწმუნდა რომ ფეტოს არავითარი კავშირი არ აქვს რელიგიასთან, ხოლო პკკ-ას კი მემარცხენეობასთან და ორივენი თურქეთის დაქცევას ცდილობენ. მოკლედ, ეს ორივე ტერ ორგანიზაცია მკვლელთა ხროვას წარმოადგენენ“, განაცხადა ილდირიმმა.

მისივე თქმით ქურთების კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში ამ წლებში კიდევ უფრო გაზარდეს ინვესტიციები და მას რეფერენდუმის შემდეგ კიდევ უფრო გააფართოებენ.

ილდირიმმა ბოლოს მუშის მოსახლეობას მოუწოდა, რეფერენდუმზე დადებითი ხმა მისცენ საკონსტიტუციო ცვლილებას და ხელი შეუწყონ 1982 წლის სამხედრო გადატრიალების შედეგად შექმნილი კონსტიტუციის გაუქმებას



მსგავსი ინფორმაციები