სირიის რეჟიმის კუთვნილი თვითმფრინავი ჰათაის დაბა სამანდაღის  ახლოს ჩამოვარდა

სირიის რეჟიმის კუთვნილი თვითმფრინავი ჰათაის დაბა სამანდაღის  ახლოს ჩამოვარდა.

684722
სირიის რეჟიმის კუთვნილი თვითმფრინავი ჰათაის დაბა სამანდაღის  ახლოს ჩამოვარდა

სირიის რეჟიმის კუთვნილი თვითმფრინავი ჰათაის დაბა სამანდაღის  ახლოს ჩამოვარდა.

პრემიერმინისტრმა ბინალი ილდირიმმა განაცხადა, რომ პილოტი სავარაუდოდ, პარაშუტით გადმოხტა და გადარჩა.

ამავდროულად ჰათაის გუბერნატორმა არდალ ათამ განაცხადა,  რომ ჟანდარმერიის და სამედიცინო ჯგუფები თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე მივიდნენ.

მისი განცხადებით, კოკპიტი ცარიელია და პილოტები სავარაუდოდ გადმოხტნენ და გადარჩნენ.

სირიელი ოპოზიციონერები კი აცხადებენ რომ ქალაქ იდლიბის მახლობლად რეჟიმის საბრძოლო თვითმფრინავს ცეცხლი გაუხსნეს და ჩამოაგდეს.

სირიის ქალაქი იდლიბი თურქეთის საზღვარზე მდებარეობს. 


საკვანძო სიტყვები: #სირია , #თურქეთი , #თვითმფრინავი

მსგავსი ინფორმაციები